SMART START - ის ცოდნის ბაზა

დიდი იდეის პატარა ისტორია

საბავშვო ბიზნესსკოლა Smart Start - ის შექმნის ისტორია
1
სურვილები და შესაძლებლობები
ყველაფერი დაიწყო სევდიანი აღმოჩენით: რომ სურვილები და შესაძლებლობები ერთმანეთს რეალობაში ძალიან იშვიათად ემთხვევა...

ბავშვობისა და მოზარდობის პერიოდში ჩვენ უამრავი თამამი იდეა გვაქვს, გვჯერა, რომ ყველაფერი შესაძლებელია, სავსენი ვართ ენთუზიაზმითა და ძალ-ღონით, მაგრამ არ გვყოფნის აუცილებელი უნარები, ცოდნა და გამოცდილება ამ ყველაფრის ასამუშავებლად; მათ, მხოლოდ ზრდასთან ერთად ვიძენთ, მაგრამ ამის პირდაპირპროპორციულად, იდეები უფრო და უფრო ცოტავდება და ენთუზიაზმი და თავდაჯერებაც, რომ ყველაფერი გამოგვივა, თვალსა და ხელს შუა იფერფლება.

ეს იყო ერთ-ერთი უზომოდ სევდიანი დაკვირვება დროსა და სივრცეში იდეებისა და შესაძლებლობების აცდენის შესახებ.

და აი, ერთხელაც თავი ვაიძულე ფიქრები დამელაგებინა, ჩამომეყალიბებინა, რა მინდოდა სინამდვილეში, რა უნდა გამეკეთებინა საიმისოდ, რომ დამეკავშირებინა, მეტიც, დამემთხვია ერთმანეთისთვის ეს ბავშვურ-მოზარდული აზრებისა და იდეების უსაზღვრო მდინარება უნარ-ჩვევებსა და გამოცდილებასთან, რომლებიც მხოლოდ წლების მატებასთან ერთად მოდიან, რომ იმ დროისთვის, როდესაც ბავშვები გაიზრდებიან და დამოუკიდებლები გახდებიან, ან შეიძლება უფრო ადრეც,უკვე თავად შეეძლოთ საკუთარი ცხოვრების მოწყობა და ყველაზე თამამი ოცნებებს გახორციელება?

ბოლო წლებია, სწორედ, ამის გარშემო ვმუშაობ.

...დავაკავშირო ბავშვურ-მოზარდული აზრებისა და იდეების უსაზღვრო მდინარება უნარ-ჩვევებსა და გამოცდილებასთან, რომლებიც მხოლოდ წლების მატებასთან ერთად მოდიან...
ჟანა
Smart Start -ის დამფუძნებელი
2
რა იყო აქამდე
მე გამიმართლა, ბევრს ვმოგზაურობდი, ვხვდებოდი სხვადასხვანაირ ადამიანებს, ვასწავლიდი სხვადასხვა მეთოდიკის მქონე საგანმანათლებლო სისტემაში და ვმუშაობდი ყველა ასაკის მოწაფესთან. ამ გამოცდილებამ მომცა შესაძლებლობა, ერთმანეთისთვის შემედარებინა სწავლების საკითხისადმი უამრავი განსხვავებული მიდგომა და ამ ანალიზის საფუძველზე მეპოვა ყველაზე ეფექტური მეთოდი, რაც განათლების სფეროში მუშაობის პროცესში ფასდაუდებელ უნარს წარმოადგენს, რაც გაძლევს საშუალებას ადამიანებს თვალებში თამამად უყურო.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ გავაცნობიერე, ყოველ ჯერზე, ისევ და ისევ საშინლად მაწუხებდა სტანდარტული სასკოლო სისტემის არაეფექტურობა, რომელიც, ძირითადად, ყურმოჭრილი პერსონალის, არააქტიური, ინიციატივის არმქონე მასის გამოზრდითაა დაკავებული, ადამიანების, რომლებიც სკოლის დამთავრებისას, არ აქვთ ცხოვრებისეული აქტიური და გაცნობიერებული პოზიცია, ვერ გამოხატავენ საკუთარ აზრს, რადგან არ აქვთ, და მითუფრო, არ არიან მზად აშენონ საკუთარი ცხოვრება, რადგან არ იციან, რა სურთ და, საერთოდ, რა ცნებაა - მომავალი, რომ მას სადავეების ხელში აღება, მართვა, შრომა, ზრუნვა და დალაგება უნდა....

აქვე, პირველ რიგში, ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ ის სტანდარტული სასკოლო სისტემა, რაც ახლა გვაქვს, მოფიქრებულია რამდენიმე საუკუნის (!) წინ და მას შემდეგ არაფრით შეცვლილა, არ გავითარებულა, ამიტომ, ლოგიკურია, რომ ვერაფრით იქნება ისეთივე ეფექტური ჩვენს სწაფადგანვითარებად ეპოქაში, დროში, როდესაც გუშინდელიც ძველია. მეორეც, ასწავლო ყველას ყველაფერი ერთნაირად, თავისთავად ცხადია, რომ ძირშივე განწირული გამოდის. მესამეც, თუ 12 წლის განმავლობაში სკოლაში წახალისებულია ბავშვისგან ყურმოჭრილი მორჩილება, მდუმარება, ინსტრუქციების უპროტესტოდ მიყოლა და ყველაფრის გაგონება, რასაც მასწავლებელი იტყვის, რადგან ის უპირობო ავტორიტეტია და არასდროს ტყუის, მიამიტობაა, ასე გაზრდილი პერსონისგან ელოდო სამომავლოდ აქტიურ ცხოვრებისეულ პოზიციას.
ყოველთვის საშინლად მაწუხებდა სტანდარტული სასკოლო სისტემის არაეფექტურობა, რომელიც, ძირითადად, ყურმოჭრილი პერსონალის, არააქტიური, ინიციატივის არმქონე მასის გამოზრდითაა დაკავებული, ადამიანების, რომლებიც სკოლის დამთავრებისას, არ აქვთ ცხოვრებისეული აქტიური და გაცნობიერებული პოზიცია, ვერ გამოხატავენ საკუთარ აზრს, რადგან არ აქვთ, და მითუფრო, არ არიან მზად აშენონ საკუთარი მომავალი, რადგან არ იციან, რა სურთ და, საერთოდ, რა ცნებაა - მომავალი, რომ მას სადავეების ხელში აღება, მართვა, შრომა, ზრუნვა და დალაგება უნდა...
ჟანა
Smart Start - ის დამფუძნებელი
შემდეგ - თანამედროვე პერიოდში, დღეს, როდესაც ცოდნის სიდიდით გუგლთან შეჯიბრება სრული უაზრობაა, სასწავლო პროგრამის დაზუთხვაზე მეტად მნიშვნელოვანი გახდა უფრო აღმატებული მოვლენა: აზროვნება, აღქმა, უნარ-ჩვევები... რეალურად კი, საქმე ის გახლავთ, რომ სასკოლო პროგრამით გათვალისწინებული სავალდებულო მასალის 50%- ზე მეტი გამოუსადეგარი და დასავიწყებლად განწირულია, ხოლო სინადვილეში სასიცოცხლოდ საჭირო უნარებსა და საგნებს სკოლაში არ ასწავლიან.
3
რა გამოვიდა აქედან
რა გავაკეთოთ? სისულელეა, აძაგო სისტემა და სანაცვლოდ არავის არაფერი შესთავაზო.
ზოგ მშობელს, ბავშვი სახლში აღზრდის სისტემაზე გადაჰყავს, ერთნი იდეალურ სკოლას დაეძებენ, მეორენი კი ბავშვებს დამატებითი საგანათლებლო წრეებით ტვირთავენ.
დამატებით გაკვეთილებზე საუბარი საათობით შემიძლია. ბავშვობაში ათას წრესა და ღონისძიებაზე დავდიოდი, მაგრამ ყველაზე მკაფიო შთაბეჭდილებები ტრენინგებმა დამიტოვა, ტრენინგებმა ფსიქოლოგიის, პიროვნული ზრდის, ლიდერობის და კომუნიკაციის შესახებ. კარგად მახსოვს და არასდროს დამავიწყდება, როგორი გამაოგნებელი ეფექტი ჰქონდა ამ ყველაფერს. რეალური, პრაქტიკული სარგებლის გარდა, ეს გახლდათ ენერგიისა და პოზიტივის მუხტი, იდეების, სურვილების, აღმაფრენის თანამოაზრე ადამიანებთან გაცვლის ბედნიერება, ახალი, ენთუზიაზმით სავსე მეგობრების გარემოცვაში ტრიალი და იმისი რწმენა, რომ ყველაფერი გამომივიდოდა...

იდეალური სკოლის შესახებაც ბევრი სათქმელი დამიგროვდა. დიდი ხანია, თავად, ვმუშაობ ძალიან ხარისხიან სასკოლო სისტემაში, რომელიც საერთაშორისო ბაკალავრიატის პროგრამით ხელმძღვანელობს. აქ სწავლების ცენტრში ბავშვია, მოწაფე, რომელიც სწავლობს იმას, რასაც თავად ირჩევს, რაც მას აინტერესებს. აქ არ არის ცალკეული საგნები და ყველა მოვლენა განიხილება ყველა ალტერნატიული თვალსაზრისით, სხვადასხვა ამოსავალი წერტილიდან. ფაქტების დაზუთხვის ნახვლად, ბავშვები მუშაობენ მოვლენების აღქმა-ჩაძიების პრინციპით, აცნობიერებენ და იაზრებენ ამა თუ იმ პროცესის გამომწვევ მიზეზებსა და სახავენ პრობლემის გადაჭრის გზებს. აქ წახალისებულია აქტიური, ღია ურთიერთობები საკუთარი თავისა და გარესამყაროს მიმართ, აქ ბავშვები დგამენ რეალურ ნაბიჯებს, საკუთარი და გარშემომყოფების ცხოვრების გაუმჯობესების საქმეში.

მე ვისურვებდი, რომ ამ არაჩვეულებრივი სისტემის ელემენტები ხელმისაწვდომი ყოფილიყო არა, მხოლოდ, ძვირადღირებული, კერძო სკოლის მოსწავლეებისთვის არამედ - ყველა ბავშვისთვის... და მე ყოველთვის მინდოდა, ყოველთვის ვცდილობდი, მოწაფეებისთვის მიმეცა პრაქტიკული სარგებელი შთამბეჭდავ, სახალისო ფორმატში, რომ მათთვის სწავლის პროცესი ყოფილიყო სასიამოვნო და სასიხარულო... და კიდევ, უზომო ბედნიერებას მანიჭებდა ბავშვების შთაგონება, მათი შეგულიანება და დახმარება საკუთარი თავის შეცნობისა და მომავლის დამოუკიდებლად შენების საქმეში.
აი, ასე დაიბადა საბავშვო ბიზნესსკოლა Smart Start -ის იდეაც: ადგილის, სადაც ბავშვები და მოზარდები იძენენ უნარ-ჩვევებსა და გამოცდილებას, რაც მათ მომავალში წარმატებისთვის დასჭირდებათ, რაც დაეხმარებათ, თვითონ აშენონ საკუთარი მომავალი და ხორცი შეასხან ყველაზე თამამ ოცნებებს.
ჟანა
Smart Start- ის დამფუძნებელი
სწორედ, ასე დაიბადა საბავშვო ბიზნესსკოლა Smart Start -ის იდეა: ადგილის, სადაც ბავშვები და მოზარდები იმ აუცილებელ უნარ-ჩვევებსა და გამოცდილებას შეიძენენ, რომლებიც მათ მომავალში წარმატებისთვის დასჭირდებათ, რომლებიც დაეხმარებათ, თვითონ აშენონ საკუთარი მომავალი და გაახორციელონ ყველაზე თამამი ოცნებები.

სწავლების ცენტრი - მოსწავლეა. სწავლება მიმდინარეობის blended learning ფორმატში. ეს გახლავთ: სახალისო ტრენინგები ოფლაინ + ონლაინ ქვესთები ტრენინგებისა და პრიზების თანხლებით.
ეს ტრენინგებია: ბიზნესუნარები, კომუნიკაციის საფუძვლები, ლიდერობა, ფინანსური მენეჯმენტი, კარიერის დაგეგმვა, სწავლის გამარტივების ეფექტური სტრატეგიები და soft skills -ის უამრავი სხვა მიმართულება. ის რასაც არ ასწავლიან სკოლაში, მაგრამ ასე აუცილებელია ცხოვრებაში.

და კიდევ, ამ სკოლაში რეალიზებული გახლავთ ჩემი, თუ შეიძლება ითქვას, პერფექციონისტული აკვიატებები იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს განათლება: ეფექტური, უკომპრომისოდ ხარისხიანი, ჰარმონიული და მოჰქონდეს პრაქტიკული სარგებელი.

აქედან გამომდინარე Smart Start - ში ჩვენ:
- ვიყენებთ, მხოლოდ, ყველაზე ეფექტურ მეთოდებს;
- ვაძლევთ მოწაფეებს მინიმალურ თეორიულ ცოდნას და მაქსიმალურ პრაქტიკულ სარგებელს;
- ხარისხისთვის ნებისმიერ ტრენერს ვატარებ ნებისმიერი წნევის ქარ-ცეცხლში :)
-და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენს სკოლაში ვასწავლით, როგორ უნდა ჰქონდეთ პატარა ადამიანებს ჰარმონია და ბალანსი ცხოვრებასა და სწავლაში. რადგან თითოეული მოწაფის ცხოვრებაში, სწავლის გარდა, უნდა არსებობდეს თავად ცხოვრება, ამიტომ ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ურთიერთობებსა და ატმოსფეროს.

© 2018 All Rights Reserved
Facebook | info@smartstart.ge