Smart Start
საბავშვო ბიზნესსკოლა თბილისში


დებულება

შიდაგანაწესის წესდებისა და დისციპლინური მოთხოვნების შესახებ

1. ზოგადი დებულებანი:

1.1. წინამდებარე დებულება ადგენს კურსებისა და მასტერკლასების მოსწავლეთა კურიკულუმს, განსაზღვრავს მონაწილეების ქცევის ძირითად ნორმებსა და წესებს საკლასო ოთახში, იჯარით გაცემულ ტერიტორიასა, და ასევე, სტუდენტებთან დაკავშირებულ კლასგარეშე, დამატებითი სასწავლო პროცესების ვითარებაში.

1.2. შიდაგანაწესის მიზნები და დისციპლინური მოთხოვნები:

- საგანმანათლებლო პროცესის განხორციელებისათვის აუცილებელი ხელსაყრელი სამუშაო გარემოს შექმნა;

- კურსებისა და მასტერკლასების სტუდენტების მიერ მასალის წარმატებით გათავისების უზრუნველყოფა;

- ცნობიერების ამაღლება ადამიანის პიროვნების, მისი უფლებების პატივისცემის მიმართულებით;

- ურთიერთობის კულტურისა და ხელოვნების უნარ-ჩვევების გამომუშავება.

1.3. დისციპლინა ნარჩუნდება საგანმანათლებლო პროცესის ყველა სუბიექტის (მოსწავლეების, ლექტორების, არასრულწლოვანთა კანონიერი წარმომადგენლების, ხელმძღვანელობის) ადამიანური ღირსების პატივისცემის საფუძველზე. ფიზიკური ძალადობის მეთოდების გამოყენება მიუღებელია.

1.4. წინამდებარე დოკუმენტით გათვალისწინებული დებულებების გარდა, ვადასტურებთ, რომ კურსის ჩატარების კონკრეტულ წესებს განსაზღვრავს თითოეული/კონკრეტული ლექტორი, რაც არ უნდა მოდიოდეს ნორმებისა და უსაფრთხოების წესებთან კონფლიქტში. ამ წესების შესრულების ვალდებულება აკისრია თითოეულ სტუდენტს, რომელიც კონკრეტულ ლექტორთან სწავლობს.

2. მონაწილეების ძირითადი ვალდებულებები

2.1. მონაწილე ვალდებულია:

- შეასრულოს ამ შიდაგანაწესით გაწერილი წესები და დისციპლინური მოთხოვნები, დაიცვას უსაფრთხოების ნორმები, ასევე შეასრულოს მენეჯმენტისა და ლექტორების მოთხოვნები საგანმანათლებლო პროცესის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად;

- ეთიკის ნორმების დაცვა, პატივისცემის გამოხატვა სტუდენტების, ლექტორების, არასრულწლოვანთა კანონიერი წარმომადგენლების, ხელმძღვანელების მიმართ;

- გაუფრთხილდეს იჯარით აღებულ შენობასა და მის ტერიტორიაზე განთავსებულ ქონებას; სიფრთხილით მოეკიდოს როგორც საკუთარ, ისე სხვა ადამიანის პირად ნივთებს;

- დაესწროს სემინარს მისთვის გათვალისწინებულ დროს და არ გააცინოს გაკვეთილი საპატიო მიზეზის გარეშე; გამოცხადდეს დროულად და დაგვიანების შემთხვევაში წინასწარ, შეატყობინოს ლექტორს ტელეფონის საშუალებით;

- ლექციების დატოვება გაკვეთილის მსვლელობის პერიოდში შესაძლებელია მხოლოდ ხელმძღვანელობის ან ლექტორის ნებართვით იურიდიული წარმომადგენლის ან ნდობით აღჭურვილი პირის თანხლების პირობებში;

- კეთილსინდისიერად ისწავლოს, გაითავისოს სასწავლო პროგრამა, დროულად და ეფექტურად შეასრულოს ამოცანები;


- უზრუნველყოს სადავო და კონფლიქტური სიტუაციების მოგვარება მშვიდობიანად, ურთიერთპატივისცემის პრინციპებზე დაყრდნობით და დავის მონაწილეების შეხედულებების გათვალისწინებით. თუ ეს შეუძლებელია, დაუკავშირდით ლექტორს ან ხელმძღვანელს დახმარების აღმოჩენისთვის;

- ესაუბროს თავაზიანად პროგრამის სხვა მონაწილეებს, მასწავლებლებს, არასრულწლოვანთა კანონიერ წარმომადგენლებს, ხელმძღვანელებს;

- საკუთარი გარეგნობითა და ქმედებებით გამოხატოს პატივისცემა გარშემომყოფების გრძნობების, სურვილებისა და უფლებების მიმართ.

2.2. იკრძალება:

-სემინარებზე იქონიოს/ატაროს/მიიტანოს ცეცხლსასროლი, ცივი იარაღი, ფეთქებადი, ცეცხლსაშიში ნივთიერებები, თამბაქოს ნაწარმი, ალკოჰოლური სასმელები, ნარკოტიკული, ტოქსიკური ნივთიერებები, შხამ-ქიმიკატები და სხვა ნივთიერებები და პრეპარატები, რომლებსაც შეუძლიათ ზიანი მიაყენონ სხვის ქონებას თუ გარშემომყოფების ჯანმრთელობას.

- მოწევა კლასში და იჯარით აღებულ ტერიტორიაზე.

- მიუღებელი ლექსიკის/ჟარგონების/ბილწსიტყვაობის გამოყენება;

- მუქარა, თუნდაც შეფარული/შენიღბული ფორმით, გარშემომყოფების დაშინება და დაშანტაჟება ნებისმიერი ამ თუ სხვა ფორმით;

- ხელის კვრა, ნივთების სროლა, ფიზიკური ძალის გამოყენება კონფლიქტის ნებისმიერი ფორმის გადასაჭრელად;

- დამცირება, უხეში მიმართვა, ხმის აწევა, დაყვირება ან ნებისმიერი სხვა გზით გარშემომყოფების გრძნობების შეურაცხყოფა.

3. მონაწილეების დისციპლინური პასუსიხმგებლობა

3.1. წინამდებარე დებულებით გათვალისწინებული შინაგანაწესისა და დისციპლინური მოთხოვნების დარღვევისათვის სტუდენტებს დაეკისრებათ პასუხისმგებლობა მომსახურების ხელშეკრულებაში (საჯარო შეთავაზების) გაწერილი პირობების თანახმად, ხოლო ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის კოდექსის ნებისმიერი მუხლის დარღვევის შემთხვევაში სტუდენტის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად.

3.2. დისციპლინის შინაგანაწესისა და მოთხოვნების დარღვევისათვის ხელმძღვანელობას უფლება აქვს, არ დაუშვას სტუდენტი სემინარებზე და/ან ჩამოაშოროს/გარიცხოს გაკვეთილებიდან, დაარღვიოს/შეწყვიტოს მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებული კონტრაქტი სტუდენტისათვის გადახდილი თანხის გამოქვითვით, რომელიც შეესაბამება გაწეული მომსახურების სრულ ღირებულებას. ამავდროულად, გაწეული მომსახურების ღირებულება გამოითვლება კურსის სრული ღირებულების საფუძველზე, რომელიც არ ითვალისწინებს სწავლის გადასახდელების დროს გამოყენებულ ფასდაკლებებს.