Smart start - ის ბიბლიოთეკა

«ჩვენ ბავშვებს გუშინწინდელი სამყაროსთვის ვამზადებთ»

- გვაფრთხილებს ფსიქოლოგი
ლუდმილა პეტრანოვსკაია

ნაწილი 1
"ფული უნდა ვაგროვოთ ხოლმე და ყველაფერი ხარისხიანად ვაკეთოთ"...
ფსიქოლოგი ლუდმილა პეტრანოვსკაია დარწმუნებულია, რომ ეს ურყევი მშობლური ჭეშმარიტება ...გუშინწინდელი დღის ფილოსოფიაა. მაშინ, როდესაც არსებობს ის, რაც ნამდვილად დაეხმარებათ ჩვენს შვილებს მომავალში და რომლის დაწყებაც აქ და ახლა შეიძლება.
მაგალითად, ვასწავლოთ, როგორც მინიმუმი, კრიტიკული აზროვნება.

95% იმისა, რასაც სკოლაში ასწავლიან არააქტუალურია

იმ დროისათვის, როდესაც ჩვენი შვილები ზრდასრულები გახდებიან, ჩვენი დღევანდელობა მათთვის გუშინწინდელი პერიოდის თემა იქნება
მშობლები შვილებს იმ მოცემულობებით და რწმუნებულებებით ზრდიან, რაც დღევანდელ დღს არის აქტუალუტი. როდესაც ჩვენ ვფიქრობთ იმის შესახებ, რა იქნებოდა უკეთესი ჩვენი სვილებისთვის, ჩვენ გარშემო მიმოვიხედავთ ხოლმე, გავაანალიზებთ რეალობას, რომელიც გვახვევია და აქედან ვაკეთებთ დასკვნას იმის შესახებ, თუ რისი სწავლება ჯობია და რა მიმართულება უნდა მივცეთ.

მაგრამ პარალელურად იშვიათად ვფიქრობთ, რომ იმ დროისათვის, როდესაც ბავშვები სრულწლოვანებას მიაღწევენ, ეს დღეები, ეს რეალობა უკვე გუშინწინდელი პერიოდის კუთვნილება იქნება. ანუ ძველი.

აქ, მშობლებს ძალან ბევრ ქულას ამ წამგბიან საქმეში უმატებს სკოლაც, რომელსაც კარგა ხანია დაწყებული აქვს ბავშვების გუშინწინდელი დღისთვის მომზადება.

ის კი არა, დღესაც, 95% იმისა, რაც სკოლაში ისწავლება, რაზეც იქ იხარჯება ენერგიისა და დროის კოლოსალური რაოდენობა, არააქტუალურია. არააქტუალურია აქ და ახლა, დღეს, რომ აღარფერი ვთქვათ მომავლის შესახებ.

ეს ერთგვარი საჩუქარია აღზრდის სისტების, რომ რაღაც სხვა სფეროებში ვგეგმავთ ნაბიჯებს წინ, დაკავებულები ვართ სტრატეგიული დაგეგმარებით, ვფიქრობთ, რა იქნება მერე, ხოლო როდესაც საქმე ბავშვის აღზრდას ეხება, თითქოს გვავიწყდება რომ დრო წინ მიდის და ცხოვრება იცვლება.

10 წლის განმავლობაში დღევანდელი პროფესიების 15%
აღარ იარსებებს

თანამედროვე სამყარო ცვლილებების უზარმაზარი სიჩქარით გამოირჩევა
პროგნოზების თანახმად უახლოეს 10 წელში არსებული პროფესიების 12% დან 15% მდე რაოდენობა გაქრება. თქვენი შვილები ჯერ კიდევ არ არიან, ალბათ, ახლოს ზრდასრულობასთან, მათ იუმრავლესობა ჯერ სკოლადამთავრებულიც კი არ იქნქება და ჩვენს რეალობაში უკვე 12-15% ჩვეულებრივი, საბაზო პროფესია, რომელიც ახლა ჩვენს გარშემოა, აღარ იარსებებს.

ჩვენ გაჭირვებით შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რა იქნება 20 წლის შემდეგ, როდესაც უკვე ნამდვილად დიდები იქნებიან ჩვენი შვილები.

თანამედროვე სამყარო ცვლილებების უზარმაზარი სიჩქარით გამოირჩევა. ყველას გვახსოვს, როდის გამოჩნდა პირველი კომპიუტერი? პირველი მობილური ტელეფონი? იცით, ჩვენს გარშემო უკვე არიან ადამიანები, ვისაც ეს არ ახსოვთ. ვერ იგონებენ, როგორ იყო ეს, ვერ წარმოუდგენიათ, როგორ შეიძლებოდა ეს არ ყოფილიყო მუდამ.

მობილური ტელეფონი - ეს არ არის რაღაც უბრალო ტექნიკური საშუალება, - ის ცვლის ჩვენს ცხოვრებას, ჩვენს დამოკიდებულებებს, მაგალითად, ბავშვებისადმი, რომლებიც ყკვე იზრდებიან უწყვეტი კონტროლის გარემოცვაში. წინათ ჩვენმა მშობლებმა იცოდნენ,რ ას აკეთებდით მთელი დღის განმავლობაში? და ახლა რამდენი თქვენგანია თანახმა სეურიგდეს, რომ საღამომდე წარმოდგენა არ გექნებათ, სად არის თქვენი შვილი,რ ას აკეთებს, დაიხურა თუ არა ქუდი და შეჭამა თუ არა რამე?

დედის და შვილის მიმოწერა WhatsApp - ში: «დე, ქუდი დაიხურე» ბიჭუნა პასუხობს: «კი». დედა: «სელფი გადაიღე და ჩამგდე».

ბევრ რამეში ბავშვები უფროსებზე უკეთ ერკვევიან

კაცობრიობის ისტორიის მანძილზე ჯერ არასდროს არ ყოფილა ასე.
ახლა ეს ნორმაა.
რამდენად ცვლის ცხოვრებას ინტერნეტი? ყველა გაგებით, დაწყებული დისტანციური მუშაობის შესაძლებლობით და დამთავრებული იმით, რომ უკვე აღარ შეგვიძლია ჩვენი კონტროლის ზონაში ვიქონიოთ ის, თუ რას ისწავლის და რას შეიტყობს ჩვენი შვილი.
მშობლები ხშირად მიმართავენ ფსიქოლოგის კითხვით: «რა ასაკიდან შეიძლება მივცეთ უფლება ბავშვებს სოცქსელში თავიანთი გვერდი შექმნან". ხალხო, უკაცრავად, მაგრამ თქვენს შვილს სრულებით არ გახსენებია ნებართვა აეღო! ჩვენგან განსხვავებით, ის დასვენებაზე 1 წუთში მეგობრის ტელეფონიდან ყველაფერს გახსნის, ყველგან შევა, სადაც მოისურვვებს და თქვენ წარმოდგენაც არ გექნებათ ამის შესახებ, ისე.
და საერთოდაც, ბავშვი ამ თემებში უკვე თქვენზე უკეთესად ერკვევა. და ის რომ ის Facebook -ის ექაუნთს არ ფლობს, სრულებითაც არ ნიშნავს, რომ სოციალურ ქსელში უკვე კარგა ხანია არ არის ჩართული. რომ იცოდეთ, ეს ეპოქა მისთვის არ არის ახალი და შოკისმომგვრელი, ის ამ ეპოქაში დაიბადა და მისთვის ეს ნორმაა. მან აქ ყველაფერი თქვენზე კარგად იცის.

ესეც ძალიან საინტერესო, ახალი მოვლენაა - ბავშვები ხშირად ბევრად უკეთ ერკვევიან რაღაცაში, ვიდრე უფროსები. არასდროს, კაცობრიობის ისტორიაში ეს ასე არ ყოფილა. დღეს ეს ნორმაა.

ასეთი სწრაფი ცვლილებების ვითარებაში, ასეთ არაპროგნოზირებად და მრავალუცნობიან გარემოში, უფროსები შფოთავენ, მათ არ იციან, რა იქნება მერე. შემთხვევითი კი არაა, ფუტურისტების ასეთი პოპულარულობა დღეს, ადმიანების, რომლებიც ცდილობენ გამოარკვიონ, რა იქნება ხვალ.

როდესაც მშობლები ღელავენ, ისინი ბავშვებს აქცევენ ხოლმე გარკვეულ წნეხში და მოითხოვენ მათგან მოერგონ მომავლის იმ მოდელს, რომელშიც ბავშვების ადაპტაციის წარმოდგენა მათ სიმშვიდეს ანიჭებს და რომელიც, რეალურად, მათ თავად არ იციან, როგორი უნდა იყოს.

მე ვფიქრობ, რომ ეს ჩვენი დროის ერთგვარი განსაკუთრებულობაა: ერთის მხრივ, ვაცნობიერებდეთ, რომ არ შეგვიძლია მომავლის გამოცნობა, მეორეს მხრივ კი განვიცდიდეთ რომ ეს ასეა. მომავალზე ნერვიულობა სისულელე და წარმოუდგენელია! როგორ შეიძლება ინერვიულო იმის თაობაზე, რაც არ იცი!

ამიტომ ჩვენ ვნერვიულობთ იმის შესახებ, რისი წარმოსახვაც შევძელით. როგორ მიდის თავისუფალ უნივერსიტეტში მისაღები გამოცდის ჩასაბარებლად, ითვისებს თუ არა სკოლის 95% არასაჭირო მასალას, დაამთავრებს თუ არა სასწავლებელს წარმატებით, დაიმახსოვრა თუ არა ეს, დაიზუთხა თუ არა ის...

შფოთვა და მღელვარება ადამიანის ტვინის უძველესი ფენებისთვისაც ნაცნობია, ეს ერთგვარი ინსტინქტური პროგრამაა, სტრესზე რეაგირების პროგრამა, მას ზემოდან ერთვის ჭკვიანი კორტიკალური ტვინი, რომელსაც არ უყვარს კოგნიტიური/შემეცნებითი დისონანსი, მაგალითად, როდესაც ჩვენ ვღელავთ გაუგებარი რამის გამო. ამ დროს ტვინი დაუყოვნებლივ იწყებს მიზეზის ძიებას, ამოცანის დაქვემდებარებას ამოხსნისათვის, ის ცდილობს თავსატეხს პასუხი მოარგოს... და აი ისიც, უნდა ვინერვიულოთ ფრიუნისთვის. ხომ არის ლოგიკური? არის.

დღეს უამრავი საშუალებაა, მიღებული განათლება სრულყოთ

ჩვენ აწი აღარასდროს ვისწავლით ერთხელ, ერთი 4-6 წლის განმავლობაში, არამედ მთელი ცხოვრების განნავლობაში გავივლით შემეცნების შესწავლის, სწავლის გაღრმავების და ახალი ინფორმაციის შეთვისების გზას და არაერთხელ.
ჩემი ახალგაზრდა კოლეგა, რომელიც რამდენიმე წლის წინ ევროპაში გაემგზავრა, ამბობს, რომ იქ საერთოდ სხვა დამოკიდებულებაა განათლების მიმართ.
პირდაპირ, სკოლის დამთავრებისთანავე უნივერსიტეტში სასწავლებლად მკვეთრად გამოხატული ინტელექტუალური მოსწავლეები მიდიან, რომლებიც აპირებენ კვლევებში მიიღონ მონაწილეობა და აქვთ მკვეთრად ფორმულირებული საკუთარი მომავალი და მისია; ან კიდევ მდიდარი მშობლების შვილები, რომლებისთვისაც უმაღლესი სასწავლებელი ბავშვობის გაგრძელების ერთგვარი ფორმაა.


დანარჩენები არჩევენ, თავდაპირველად, რაღაც დროის განმავლობაში წაიმუშაონ სადმე, დაბალკვალიფიციურ სამსახურებში, მოიარონ ქვეყანა, იმოგზაურონ. იმუშაონ ასისტენტებად და დამხმარეებად სხვადასხვა სფეროში და მხოლოდ ამის შემდეგ ჩააბარონ ხოლმე რომელიმე სასწავლებელში, ბაკალავრის ხარისხისათვის. მისი დასრულების შემდეგაც, რამდენიმე წელს კიდევ შრომობენ და მერეღა აბარებენ მაგისტრატურაში. ძალიან ხშირად, სხვა სპეციალობაში ხარისხის მოსაპოვებლად.


ბაკალავრიატის პირველ კურსზე, ხშირად ნახავთ, როგორ სხედან ერთად ახალგამომცხვარი სტუდენტები, გუშინდელი მოსწავლეები და 30 - 50 წელს გადაცილებული ადამიანები. ეს აქ ნორმალურია. ადამიანს ადრე არ ჰქონდა შესაძლებლობა კარგად დაფიქრებულიყო მომავალ პროფესიაზე ან ვერ აცნობიერებდა, რომ ეს სპეციალობა მისი არ იყო და აღებული კურსის შეცვლა განხილვას არ ექვემდებარებოდა.

ჩვენ კიდევ ჯერ მაგრად ვდგავართ: ბავშვმა თუ ვერ ჩააბარა სკოლის დამთავრების შემდეგ რომელიმე უნივერსიტეტში - ცხოვრება დანგრეულია, ცუდი დედა ვარ, ქვეყანა თავზე დამექცა, კატასტროფაა, რა მეშველება, სად გადავიკარგო "მეეზოვე გამოვა"!

ახლანდელი პროგნოზით, ახალ საუკუნეში, 2000 წლის მერე დაბადებული ბავშვები, დიდი ალბათობით, 100-120 წელს იცოცხლებენ თუ რამე კატასტროფამ არ შეუშალათ ხელი, ცხადია. ხოლო თქვენ ცდილობთ ტვინი ქიმიაში საკონტროლოს გამო აუფეთქოთ.
იქნებ ჯობია, ხანდახან იმაზე ვესაუბროთ ბავშვებს, რომ 120 წელს უნდა იცოცხლონ და არ ღირს სახურავიდან ნახტომის დაგეგმვა გამოცდაზე ცუდი შედეგის ან წარუმატებელი სიყვარულის გამო? იქნებ დაველაპარაკოთ იმის შესახებ, რომ წინ გრძელი გზა აქვს, დიდი ცხოვრება და ყველაფერი 10 ჯერ მაინც შეიცვლება მის გარშემო და რომ თუ დააპირებს ერთ დღეს ქიმიის შესწავლას (იქნებ უცებ დასჭირდა), ეს შესაძლებელია ნებისმეირ ასაკში?

შეხედეთ, რა უამრავი შესაძლებლობაა შეავსოთ თქვენი განათლება, თუ თავის დროზე ის სრულყოფილად ვერ მიიღეთ.და ეს გახლავთ მოდელი, რისკენაც აქვს გეზი კაცობრიობას. ჩვენ ვისწავლით არა ერთხელ 4-6 წლის განმავლობაში, არამედ მუდამ და მიღებულ ცოდნას დავამატებთ ან შევცვლით ახლით ძალიან ბევრჯერ.

ჩვენ ვცდილობთ შვილები მშობლების შეხედულებების თანახმად აღვზარდოთ

კიდევ ერთი მაგალითი: რამხელა მნიშვნელობას ვანიჭებთ უცხო ენების შესწავლას. სიმართლეა, რომ თანამედროვე სამყაროში ინგლისური ენის გარეშე შორს ვერ გაფრინდები. ენის ცუდად ცოდნა აფერხებს მეცნიერებების განვითარებას ჩვენს ქვეყანაში, ხშირად ხარისხის მაძიებელ საშუალოსტატისტიკურ კანდიდატს თანამედროვე სტატიების ამოკითხვაც არ შეუძლია.
მაგრამ თუ ვიმსჯელებთ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომ სულ რაღაც უახლოეს 10 წელში გვექნება GOOGLE-ს სინქრონში მთარგმნელი პროგრამა, მთელი ეს წლები და საათები, რომელიც ინგლისური ენის ზუთხვას დავახარჯეთ, შეიძლება ფუჭად დაკარგული აღმოჩნდეს.
კი ბატონო, google -ს მთარგმნელი პროგრამა ვერასდროს მოგცემთ საშუალებას შექსპირი იკითხოთ ორიგინლაში და დატკბეთ, მაგრამ ინგლისური ენის მცოდნე ადამიანების რამდენი პროცენტი აკეთებს ახლა ამას?
ვისაც ეს მოუნდება, მერეც იზამს, ადგება და შეისწავლის ენას, რატომაც არა? ვინ დაუშლის?
ამ მოცემულობაში კი ჩვენ დაკავებული ვართ იმით, რომ ვცდილობთ ყველაფერი გადავწყვიტოთ ჩვენი შვილების მაგივრად, მოვახვიოთ თავს იგივე შეხედულებები, როგორიც ჩვენს მშობლებს და წინაპრებს ჰქონდათ, თუ რა არის კარგი, რა უკეთესი, რა სწორი და რა არასწორი...
როდესაც თქვენ დასაძლევი გაქვთ მეტისმეტად დამრეცი კიბე, ინსინქტურად ეჭიდებით მოაჯირს. როდესაც ადამიანები ცვლილებების მეტისმეტად სწრაფი ტემპის რიტმში აღმოჩნდებიან ხოლმე, ნოსტალგიას ებღაუჭებიან და ფიქრობენ:" აი, რა კარგი იყო წინათ". თქვენც ხომ ხშირად გსმენიათ: "აი, ადრე, საბჭოთა სკოლაში კარგად ასწავლიდნენ", "აი ადრე ბავშვები მშობლებს უჯერებდნენ", "ადრე ბავშვებმა პატივისცემა იცოდნენ რა იყო", "ადრე ბავშვები წიგნებს კითხულობდნენ". ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ეს გადაგებია.

მაგრამ რეალობა ისაა, რომ თქვენ ნოსტალგიურობთ თუ არ ნოსტალგიურობთ, მისტირით რაც იყო იმას, თუ არ მისტირით, დრო ერთი მიმართულებით მიდის. წინ.

ტოპ-6 მოძველებული იდეა, რომელსაც ჩვენ დღემდე ვაგონებთ საკუთარ შვილებს

როდესაც ლექციისთვის ვემზადებოდი, შევადგინე თაობების შიშების სია:

იდეა №1:
კარგია, თუ საიმედო პროფესია გექნება, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში გარჩენს

როდესაც სკოლას ვამთავრებდი, უკვე ვიცოდი, რომ ფსიქოლოგიაზე მინდოდა ჩამებარებინა და მახსოვს, როგორ მეუბნებოდნენ:"და რა გამოხვალ? ხვდები, რომ ეს სამსახური 30 წელს გადაცილებული, ჩამჯდარი ხალხისთვისაა?"

დავიწყოთ იქედან, რომ "30 წელს გადაცილებულის" შეგნება უკვე სასაცილოა. ჩვენი მშობლების ახალგაზრდობაში, თუ 30 წელზე მეტის იყავით და ჯერაც ვერ მოგეხერხებინათ დაოჯახება, მაშინ ავტომატურად ხდებოდით "დარჩენილების" კლუბის წევრი და თქვენი გზაზე დაყენების დიად მიზანში ფსიქოლოგი და საგანგებოდ ორგანიზებული ცეკვის გაკვეთილები ერთვებოდა. ანუ ეს იყო პროფესია, რომელიც ახერხებდა და იმედგადაწურულ ადამიანებს მაინც აქორწინებდა. დღესდღეობით, ახალგაზრდები არა თუ დაქორწინება - არდაქორწინებს ნაადრევობის თემაზე აღარ მსჯელობენ 30 წლის ასაკში, არამედ თვლიან, რომ ესეც და სხვა ყველაფერიც წინ აქვთ, და, სწორედაც რომ კარგი დროა ცხოვრების თუ კარიერის დასაწყებად.

იმას რომ თავი გავანებოთ, რომ ფსიქოლგია, როგორც პროფესია, ძალიან მოთხოვნადი გახდა და მაჭანკალს აღარ აღნიშნავს.

არ ვიგონებ, მართლა ასე იყო, ასე ითვლებოდა, ეს ამბავი მაშინ უკიდურესად რეალისტური რწმუნებულება იყო.

მახსოვს, ფილოლოგი მეგობარი მყავდა, მისი ცოლი კლასიკური ფილოლოგიის განყოფილებაში მუშაობდა, სწავლობდა ძველბერძნულსა და ლათინურს, ხოლო ქმარი მუშაობდა სლავური ფილოლოგიას და მოძმე ერების ენებზე (ეს საბჭოთა დროს იყო) და დაძლიან დახელოვნებული გახლდათ თავის პროფესიაში.

და მანამ, სანამ ისინი სწავლობდნენ, ნათელი იყო, რომ ქმარს უტყუარი ლუკმა ეჭირებოდა ხელში, მას ექნებოდა სტაბილური სამსახური, მუდმივად მოუხდებოდა საბჭოთა მწერლობის თარგმნა, დელეგაციებთან შეხვედრა, ის ჩანდა, როგორც მთელი ცხოვრების სამსახური, ნამდვილი და სტაბილური სამუშაო. ცოლი კი, გაუგებარი იყო, რატომ, სწავლობდა რაღაც უაზრო, სულელურ ლათინურს, რომელიც არავის სჭირდებოდა.

შემდეგ მოხდა გარდაქმნა. ქმარი დარჩა უმუშევარი, ცოლის ცოდნაზე კი დიდი მოთხოვნა წამოვიდა. გარშემო უამრავი კლასიკური გიმნაზია გაიხსნა, მათი რიცხვი სულ უფრო იმატებდა რადგან ყველას უნდოდა შვილები ამ სკოლებში მიებარებინათ, რათა მათ ლათინური ესწავლათ.

იდეა №2: ფული უნდა მოვაგროვოთ

სტრატეგია «დააგროვე ფული და იქნები ბედნიერი» აღარ მუშაობს.
შემდეგი რწმუნებულება, ბებიებისგან გადმოგვეცა, მაგრამ მას ჩვენ თავადაც კარგად ვქადაგებთ და ვცდილობთ ბავშვებსაც შთავაგონოთ, - თუ როგორ გადადონ "შავი დღისთვის" და ზოგადად, დააგროვონ ფული.

რას ნიშნავს, თანამედროვე ცხოვრებაში "ფულის მოგროვება"? როგორ უნდა მოვახერხოთ ეს?

თანამედროვე ცხოვრებაში ეს შეუძლებელია. ყველა რისკი და შესაძლებლობა უკვე გადათამაშებულია და ყველამ ვიცით, რომ დადებულ ფულს შეიძლება მოუვიდეს უამრავი რამ, გაუფასურებიდან დაწყებული, დაკარგვით დამთავრებული. შენახვა შეიძლება რაღაც რაოდენობის და ისიც ძალიან მოკლე პერსპექტივით. აბა რა ვქნათ? ჰაერში გამოვეკიდოთ? არა, ფული უნდა ჩავდოთ რამეში, ფული ინვესტიციაა, და სად, ამისი ცოდნა კი, ნამდვილად, აუცილებელია.

ამასთან ერთად, ჩვენ ბავშვებს ხშირად ვასწავლით ნივთების მოფრთხილებასაც, დიდად არც ეს მუშაობს, დღევანდელ სამყაროში უფრო მარტივია, უბრალოდ, გამოცვალოთ არსებული ნივთი, თუ ის აღარ გაკმაყოფილებთ, ვიდრე, დაჰფოფინებდეთ მას, რომ არსად გამოხიოთ, არაფერი მოგლიჯოთ და არ დაგესვაროთ. ეს ობიექტურად სწორია ყველა თვალსაზრისით. ეკონომიკური თუ დროის, ნერვებზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

იდეა №3: უნდა მოვაგროვოთ ცოდნა და უნდა ვერკვეოდეთ ყველაფერში

ინფორმაცია იმ რაოდენობისაა, ზოგადად, რომ მათი მოგროვებ, პრაქტიკულად შეუძლებელია. ამასთან ერთად, ამ ინფორმაციაზე წვდომა იმდენად მარტივია, რომ მათი ზუთხვა ძირშივი უაზრობად მიმაჩნია.
ზემოთ "ფულის მოგროვებაზე" ვისაუბრე, ახლა "ცოდნის დაგროვების" შესახებ მინდა რამდენიმე სიტყვა ვთქვა. ადამიანმა ყველაფერი უნდა იცოდეს. ბავშვმა ყველაფერი უნდა წაიკითხოს. "100 წიგნი, რომელიც მოზარდმა უნდა წაიკითხოს", "100 ფილმი, რომელსაც უნდა უყუროთ, სანა ცოცხალი ხართ". ასევე სავალდებულოა სიაში შევიტანოთ მუზეუმების მონახულება შესწავლის ამბავიც, სად რაა გამოფენილი, კიდევ სხვა აუცილებელი რამეები, რის გარეშეც შეუძლებელია განათლებულ ადამიანებად ჩავთვალოთ თავი. არადა წარმოდგენა, რომ ცოდნა თავში უნდა დააგროვო, შეუსაბამოა საერთოდ თანამედროვე სამყაროსთან მიმართებაში.

რადგან დღეს ისეთი რაოდენობის ინფორმაციული ნაკადია და ისეთი თავისუფალია მასზე წვდომა, რომ ამ ყველაფრის ზეპირად ხსოვნა, უბრალოდ, უაზრობაა.

აბსოლუტური შეუსაბამობა.

სკოლა კიდევ თავიდან ბოლომდე ამ "ცოდნის მოგროვებაზე" ზის.

ფართო განათლება, ერუდიცია, სადღაც 50 წლის წინ აძლევდა ადამიანებს კონკურენტუნარიან უპირატესობას, ახლა, ერთადერთი, სადაც ის შეგიძლიათ, გამოიყენოთ, არის თამაში, რომელსაც ტელევიზიით აშუქებენ ხოლმე.

სინამდვილეში თანამედროვე ცხოვრებაში - ყველა ამას ამბობს - გაცილებით ეფექტურია, იცოდე, როგორ მართო ინფორმაცია, როგორ გქონდეს ორიენტაციის უნარი, შეგეძლოს მისი მოპოვება, სტრუქტურირება და შეგეძლოს გაარჩიო ერთმანეთისგან სანდო და ფეიკი ამბავი. სად ასწავლიან ამას? არსად. ბავშვები თავისით სწავლობენ ინტერნეტში. სკოლაში არა, მშობლებისგან არა.
ვიღაც ისწავლის, კი ბატონო თავისით, ვიღაც ვერ.

იდეა №4: ყველაფერი კარგად, ხარისხიანად უნდა აკეთო

არადა თანამედროვე სამყაროში ყველაფერი პირიქითაა, აქ ამოცანა მდგომარეობს იმაში, გამოარკვიო, რა უნდა გააკეთო სინდისიერად და რა "წავა" დონეზე.
ყველაფერი კარგად უნდა გააკეთო, მკლავებდაკაპიწებულმა, გაფაციცებულმა. კარგად კია რა, ხარისხიანად. ჩემი ბაბუა ამბობდა: "არაფრის კეთება არ შეიძლება მისამშაბათებულადო".

რეალობასთან ეს შეუსაბამოა.

თუ თანამედროვე სამყაროში თქვენ შეეცდებით ყველაფერი კარგად გააკეთოთ, დიდ ხანს ასე ცხოვრებას ვერ "გაქაჩავთ", პირდაპირ გეუბნებით, სადმე ნერვები გიმტყუნებთ.

თანამედროვე სამყაროს ამოცანა, სრულიად საპირისპიროში მდგომარეობს - შეგეძლოს მოხერხებულად და სწრაფად განსაზღვრო, რას გავაკეთებთ მაქსიმალურად კარგად, რას ვაკეთებთ საშუალოდ და რას -მისამშაბათებულად.

აი ამას კი, კაარგად ასწავლის სკოლა, რადგან იმდენად ბევრს დავალებას აძლევენ, იმდენს ამეცადინებენ, შეუძლებელია ჯანმრთელმა ბავშვმა ყველაფერი მოასწროს! ან, რა თქმა უნდა, მშობლები ბავშვებს ტვინს თუ არ აუფეთქებენ, არ წაუყენებენ ამ სიგიჟის კვალდაკვალ მიყოლის მოთხოვნებს, რომ ქვეყნიერების მსოფლმხედველობის შესახებ 10 -10 ქულაზე წერონ ეფერატები ყველა იმ ლიტერატურის დასწავლის შემდეგ, რომელიც სასკოლო პროგრამაში და კლასგარეშე საკითხავ ლიტერატურაშია შეტანილი.

ვინც მოზრდილები ხართ, გახსოვთ დაწყებით კლასებში დავალებების ტიპური რაოდენობა? 3 მაგალითი და 1 სავარჯიშო.

აბა ახლა შეხედეთ, რა მოაქვთ დღიურით ბავშვებს სახლში! ეს სიტუაცია დიდებს თუ არა, მოსწავლეებს კინათლად აჩვენებს, სად უნდა გააკეთონ არჩევანი და ისინი დიდი ხანია ხვდებიან, რომ ძალების დაზოგვის და გადანაწილების დროა, მაგრამ უმნიშვნელოვანესი აქ მშობლის პოზიცია და მხარდაჭერაა: ღირს კი ეს ამდენი დავალება, ამდენი საგანი, ბავშვების ნერვებად და დროდ? ღირსო მეუბნებიან, მერე მოდგებიან და წუწუნებენ, ჩემი შვილი 5-6 საათს ზის გაკვეთილებთან ორივეს და ნევროზი და ისტერიკა გვაქვსო.

ხანდახან მოიძებნებიან, ხოლმე, ნათელგონიერი მშობლები და ბავშვებს ეუბნებიან: მოდი, ჩამოყალიბდი და დაახარისხე, რა შეგვიძლია შევამციროთ, რა უნდა გავაკეთოთ ხარისხიანად და რით შემიძლია მე დაგეხმარო...

აუცილებელი კომპეტენცია თანამედროვე სამყაროში - დავალებების გადახარისხებაა: რა უნდა გავაკეთოთ სინდისიერად, რა "წავა" დონეზე და რა უნდა გავაკეთოთ ისე, რომ თავიდან მოვიშოროთ.

იდეა №5: უნდა ვეცადოთ, რომ სიბეჯითით მივაღწიოთ წარმატებას

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ჭეშმარიტება, რომელიც ჩვენს ბებიებს შეუცვლელი ეგონათ: რომ ყველაფერი კარგი მოდის მძიმე შრომის შედეგად, რომ შენ ძალიან უნდა ეცადო და "სიბეჯითით" მიაღწიო წარმატებას.

გარშემო რას ვხედავთ? ვხედავთ წარმატებულ ადამიანებს და მათი უმრავლესობა ბევრს მუშაობს. შეიძლება მათ შრომას დავარქვათ "ბეიჯითი" შრომა? რომ ისინი "სიბეჯითის" შედეგად აღწევენ წარმატებებს?

ისინი უშაობენ გიჟებივით, მაგრამ არა იმიტომ, რომ ასეა სწორი, მათ ეს მოსწონთ და უყვართ, ისინი თავის ტალღაზე არიან. ვიღაც, საერთოდ, სრულიად შემთხვევით გახდა წარმატებული თავის საქმეში, ვიღაცამ კიდევ ისეთი ბიზნესი გაჩარხა, ისე მარტივად, ნაბიჯებს რომ დააკვირდე ჯერ რომ იქ ვერანაირ "სიბეჯითეს" და თავდაუზოგავობას ვერ ნახავ, და მეორეც, შეიძლება უბრალოებამ ბებიას მორალზე გაზრდილი ხალხი, შოკურ მდგომარეობაში ჩაგვაგდოს.

აქედან ის დასკვნა გამომდინარეობს, რომ ბავშვები არ არიან სულელები. ისინი ხედავენ, რომ თანამედროვე ცხოვრებაში სიბეჯითე სრულებითაც არ უდრის წარმატებას. არადა ჩვენ კვლავ და კვლავ მოველით მათგან, ამ სანუგეშო თვისებას ერთ მშვენიერ დღეს, როგორღაც, გამოგვივლენენ.

იდეა №6. კარიერული აღმასვლა

თანამედროვე სამყაროში კვლავ გამოჩნდა" ჰორიზონტალური კარიერის" გაგება .
თანამედროვე სამყაროში კარიერა სულ უფრო და უფრო ნაკლებად ატარებს ვერტიკალურ გაგებას იერარქიაში. ის რაც ყოველთვის ითვლებოდა, რომ იყო ნაბიჯ-ნაბიჯ პროგრესირებადი შეიცვალა: მოვიდა მუშა, გახდა ბრიგადირი, გახდა საწარმოს უფროსი და ასე შემდეგ. რომ უნდა მოხვდე კარგ იერარქიაში, მსხვილ კორპორაციაში, ძლიერ სტრუქტურაში და იქ საფეხურიდან საფეხურზე გადანაცვლებით ზემოთ აცოცდე. რომ თუ სწორ იერარქიაში ვერ აღმოჩნდები, ცხოვრებაში წარმატების შანსი არ გაქვს.

რას ვხედავთ თანამედროვე სამყაროში?

რომ კვლავ გამოიკვეთა ჰორიზონტული კარიერის გაგება. გახსოვთ, როდის იყო ის ბოლოს? შუასაუკუნეებში, ოსტატების ქალაქში. შენ არ იქმნიდი კარიერას კორპორაციებში, შენ, უბრალოდ, ყველაზე კარგად აკეთებდი ქოთნებს ან ქსოვდი ხალიჩებს და შენ ხდებოდი წარმატებული, ითქვამდი სახელს, რომ ასე სხვა ვერავინ ვერ ქმნის ამ ნივთებს.

ოსტატების სამყაროში, ის რაც ჩვენ გვაქვს სახეზე, შენ ქმნი ჰორიზონტულ კარიერას, შენ გიჟდები არ ხდები ყველა მოქოთნის დირექტორი, შენ, უბრალოდ, აკეთებ ყველაზე მაგარ ქოთნებს და შენთან მათ საყიდლად ქალაქის, ქვეყნის სრული შემოგარენიდან მოდიან, შენი ქოთნების ფასი იმატებს, შენ კიდევ აგყავს მაქსიმალურად ბევრი სტაჟიორი, ისინიც ქმნიან რაღაც თქვენებურს, მაგრამ ის არ არის ისეთი, როგორიც შენ გამოგდის, როდესაც ხელს მოჰკიდებ. აი ესაა ჰორიზონტული კარიერა. თანამედროვე სამყარო ამას თავისუფლად შესაძლებელს ხდის.

თანამედროვე სამყაროს კარიერული კონცეფცია აღარ გახლავთ იმის შესახებ, რომ, აუცილებლად, უნდა ეკუთვნოდე რომელიმე ძლიერ კორპორაციას და ზემოთ მიცოცავდე ამ სტრუქტურაში არსებულ დამრეც და სრიალა კიბეზე, არამედ ეს გახლავთ ამბავი იმის შესახებ, თუ რა არის ის განსაკუთრებული, რაც მარტო შენ იცი და რა გაქვს ასეთი, მარტო შენი: უნიკალური.

შენ შეიძლება უძველესი შუმერული მეთოდით ჯვრების ამოქარგვის ოსტატი იყო და პრინციპში, ადამიანები, რომლებსაც აინტერესებს ეს თემა, სულ იყოს 500 კაცი იყოს 7,5 მილიარდიდან.
ადრე არ გქონდა არც ერთი შანსი ამით ფული გეშოვა, იძულებული იყავი გემუშავა სადმე და შენი უსაყვარლესი შუმერული ჯვრებით საღამოობით შენთვის შეგექცია თავი სამზარეულოში. დღესდღეობით, თუ შენ ოსტატი აღმოჩნდები, რომელსაც გასაშტერებელი შუმერული ჯვარედინების გამოყვანა შეუძლია, კონტაქტებისა და ინტერნეტის წყალობით შეძლებ ამითი ფული იშოვო: იქნები ამ 500 ადამიანისთვის შეუცვლელი და სანაქებო, ჩაუტარებ ხოლმე მათ ვებინარებს, მასტერ კლასებს, ისინი ივლიან შენთან კონსულტაციაზე, შეიძენენ შენს ნამუშევრებს.


მახსენდება ერთი აბსოლუტურად გასაოგნებელი კონსულტაცია, რომელიც მქონდა 17 წლის ბიჭის დედასთან. ის ძალიან გაბრაზებული იყო, რომ მისი შვილი სკოლას აცდენდა, არ აკეთებდა დავალებებს, არ სწავლობდა გაკვეთილებს და არ სურდა უნივერსიტეტში ჩაბარება. მოკლედ, მოვიდა ასეთი ტექსტით: "ისეთი ზარმაცი მყავს, არაფერს არ აკეთებს, არ ვიცი როგორ იცხოვრებს, რას გააკეთებს, ვინ გამოვა", მოკლედ, ბავშვი კი არა, რაღაც კოშმარი დამიხატა...

შემდეგ მე დავიწყე გარკევა, რას აკეთებს ეს ბავშვი, როდესაც გაკვეთილების კეთება არ უნდა? და სიტყვა სიტყვით ვამბობ, ვიგებ, რომ, თურმე, ეს ბავშვი ქმნის მუსიკას კომპიუტერული თამაშებისთვის, გამოიმუშავებს თვეში დაახლოებით 3 ათას ევროს, მასზე უზარმაზარი მოთხოვნაა ავსტრალიაში, კანადაში და კიდევ სადღაც.. და რატომღაც მას არ უნდოდა სკოლაში ევლო და დიდი გულმოდგინებით ეკითხა რომანი "ომი და მშვიდობა"

როდესაც ბავშვი თავს უმნიშვნელო პაიკად გრძნობს, პასიურ წინააღმდეგობას გვიწევს

და რაღაც მომენტში ის ხდება მოზარდი. მას ემართება იდენტობის კრიზისი და ხვდება, რომ ერთადერთი საშუალება დაიბრუნოს საკუთარი თავის მართვის უფლება, საკუთარ თავზე კონტროლის უფლება - ეს არის აჯანყება.
შედეგად, როგორც კი ბავშვი აღმოჩენას გააკეთებს - ეს კი ჩვეულებრივ ხდება ხოლმე გარდატეხის ასაკში - რომ შეუძლია, უბრალოდ ,"არა" თქვას და მას არაფერს არ უზამენ, ის სწორედ ამას აკეთებს.


როდესაც ის აღმოაჩენს იტალიური აჯანყების მეთოდს: "ახლა გავწვები ტახტზე და არ ავდგები" - ის ზუსტად ამას აკეთებს. როგორც კი აღმოაჩენს, რომ, მაგალითად, შესაძლებელი ყოფილა ჩაიკეტოს ოთახში, გამოაცხადოს, რომ გამოსვლის ეშინია და, მიხვდება, რომ ეს იმუშავებს, - ის ზუსტად ამას აკეთებს.

ახლა ახალი სტიქიური მიმდინარეობა ჩამოყალიბდა, რომლებსაც იაპონიაში "პატიმრებად" მოიხსენიებენ, ახალგაზრდები იკეტებიან ოთახში, არსად დადიან, არაფერს აკეთებენ, არ სწავლობენ, არ მუშაობენ, არავისთან აქვთ კონტაქტი, საუკეთესო შემთხვევაში სხედან კომპიუტერთან და შიგადაშიგ, უბრალოდ, სძინავთ.
ახალგაზრდა არ სწავლობს, არ მუშაობს, არაფერს აკეთებს. შეუძლებელია თქვა, რომ სკოლას იმიტომ აცდენს, რომ ის მეგობრებთან ერთადა უნდა გართობა. არა, ისინი არავის ეკონტაქტებიან, საერთოდ არაფერს აკეთებენ.

თითქმის ყოველთვის, როდესაც ასეთი მოზარდის მშობელს ეკითხები, რა იყო ადრე, ანამნეზში ყოველთვის არის მჩქეფარე ადრეული განვითარება და მისი შემადგენელი თემები: რომ ბავშვს დაატარებდნენ წრიდან წრეზე, გაკვეთილიდან გაკვეთილზე, უტენიდნენ თავში ყველაფერს, ასწავლიდნენ ყველაფერს, აწერინებდნენ ყველაფერს... მშობელი მართავდა შვილის ცხოვრებას, ის არის მთავარი ფიგურა, მან უნდა გამცნოს: რამხელა მოლოდინები ჰქონდა, როგორი ნიჭიერი ბიჭი ჰყავდა, როგორი იმდეისმომცემი გოგონა გაზარდა, როგორი საინტერესო ბავშვი ჩანდა... არ უნდა მიგვეცა აბა ამდენი შესაძლებლობა? აბა ასეთი ნიჭიერი რომ იყო, ამ ნიჭების მრავალმხრივ განვითარების საშუალება არ უნდა მიგვეცა?

ბავშვები წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ გარემოში, სადაც მათ წაართვეს მართვის სადავეები. ისინი თავს პაიკებად აღიქვამდნენ, რომელთაც მოჰკიდებენ ხოლმე ხელს და რომელიმე მიმართულებით გადააჩოჩებენ.


დგება მომენტი, როდესაც ასეთი ბავშვი ხდება მოზარდი და მას იდენტობის კრისიზი მოიცავს. ის აცნობიერებს, რომ ერთადერთი საშუალება, საკუთარი სუბიექტურობის დასაბრუნებლად, არის საკუთარი თავის მართვის დაბრუნებისთვის ბრძოლა - ხდება ხოლმე აჯანყება. იცით, როგორ იბრძვიან ძალადობის მოწინააღმდეგე აქციის მონაწილეები? დასხდებიან ასფალტზე, ერთმანეთს ხელს ჩაჰკიდებენ და პოლიციასუფლებას აძლევენ წაათრიონ ან აქეთ-იქით ქაჩონ. ისინი არ ჩხუბობენ, არ გარბიან, აი ასე, პასიური პროტესტით უცხადებენ მოძალადეს საკუთარ ნებას. ასე იქცევა ბავშვიც.


სასკოლო, არასაჭირო ცოდნისა და მოძველებული იდეების დაძალების ნაცვლად, დროა ბავშვები დაეუფლონ იმას, რაც რეალურად ღირებულია ცხოვრებაში - 21 საუკუნის უნარები: კომუნიკაციის, კრიტიკული აზროვნების, ბიზნესაზროვნების, დროსი მართვის, ფინანსური უნარები, ემოციური ინტელექტი, ჯგუფური მუშაობა... ყველაფერი ეს მომავალში გამოიღებს საჭირო ნაყოფს.

ჩვენს თბილისის საბავშვო ბიზნესსკოლა Smart Start - ში გვაქვს კურსი, სახელად "21 საუკუნის უნარები" ბავშვებისა და მოზარდებისთვის, რომელიც შედგება შთამბეჭდავი, ძალიან საინტერესო ტრენინგებისაგან და რომელიც სწორედ იმ თვისებებისა და უნარების გავითარებას ემსახურება, რომელიც თქვენს შვილს მოამზადებს, რომ ჰქონდეს ბედნიერი, წარმატებული და საინტერესო ცხოვრება

ლექციის ავტორი: ლუდმილა პეტრანოვსკაია
https://lifedeeper.ru - ს მასალების მიხედვით