smart start-ის ბიბლიოთეკა

რას აკეთებენ წარჩინებული ბავშვები სხვანაირად

გამარტივებული სწავლის პროცესის და დრო საკუთარი თავისთვის წარმატებული მოსწავლის ჩვევებია
ხშირად ხდება ხოლმე, უყურებ, როგორ მეცადინეობს ბავშვი, ზის წიგნებთან თავჩაქინდრული საათების განმავლობაში და ნატრობ რაიმე ჯადოსნურ საშუალებას, რომ დაეხმარო სწრაფად და ეფექტურად ისწავლოს. ხანდახან გული გეკუმშება, განიცდი, რომ მიუხედავად უამრავი დახარჯული დროისა, მას რაღაც მაინც არ გამოსდის სკოლაში, და ფიქრობ, ნეტა რა უნდა იყოს იმ ბავშვების საიდუმლო, ვისაც სწავლა ეადვილება.

კარგი ამბავი ის გახლავთ, რომ ამ ჩვევის გამომუშავება შესაძლებელია!
წარჩინებულ მოსწავლეებს არა თუ ჯადოსნური, არამედ, სავსებით, უბრალო და მარტივი ჩვევები აქვთ, რაც მათ ეხმარებათ, ისწავლონ მარტივად და დარჩეთ დრო ყველაფერ დანარჩენისთვის.

მე ყოველთვის კარგად ვსწავლობდი. დამოუკიდებლად. მაგრამ მთლად წიგნის ჭიასაც ვერ დამიძახებდი, სავსებით ჩვეულებრივად მივდევდი ცხოვრების აქტიურ წესს, დავდიოდი სპორტზე, წრეებსა თუ სტუდიებში და ვასწრებდი მეგობრებთან ერთად დასვენებასაც.

სკოლის პერიოდში საშინაო დავალებების კეთებას საათზე ნაკლებ დროს ვუთმობდი, დედაჩემი არასდროს ყოფილა მშობელთა კრებაზე და არც ჩემი დღიურები უმოწმებია.

უნივერსიტეტში სწავლისას, წითელ დიპლომზე მუშაობის პარალელურად, მქონდა სამსახური და ვასწრებდი შთაბეჭდილებებით სავსე სტუდენტური წლებით ტკბობასაც. მაგისტრატურაში ხარისხი წარჩინებით დავიცავი, დავდიოდი დასასვენებლად და ვმოგზაურობდი მეგობრებთან ერთად.

ახლა, როდესაც სულ უფრო ხშირად მეკითხებიან, მაინც, როგორ უნდა ისწავლო ეფექტურად, შევეცადე, სამეცნიერო კვლევებზე დაყრდნობით შემუშავებული რჩევებისთვის მომეყარა თავი.
როგორც აღმოვაჩინე, ყველა ამ მეთოდს ამა თუ იმ დოზით და სრულიად გაუცნობიერებლად თავადვე ვიყენებდი სწავლის პროცესში. ამიტომ გარწმუნებთ, რომ, ნამდვილად, მუშაობს.

1. ყურადღება და კონცენტრირება გაკვეთილზე

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვი სკოლაში ისმენდეს გაკვეთილს, აქტიურად იყოს სამუშაოებში ჩართული და არ ეფანტებოდეს ყურადღება.

აქტიური სმენა – მოსმენა, გააზრება და დამახსოვრება – წარჩინებული მოსწავლეების ერთ-ერთი უმთავრესი ჩვევაა.

ეს საშინაო დავალებას ამსუბუქებს და ამცირებს დროს, რომელიც მის მოსამზადებლადაა საჭირო.


ასევე მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს არ ეშინოდეს მასწავლებლისთვის შეკითხვების დასმის, თუ რამე ვერ გაიგო. თუ მას მთელი კლასის წინაშე კითხვა რცხვენია, ურჩიეთ მას კითხვა გაკვეთილის შემდეგ ან შემდეგი გაკვეთილის დაწყებამდე დასვას.

2. შენიშვნები და კონსპექტები

კონსპექტები ინფორმაციის სტრუქტურიზაციასა და სწრაფად, მარტივად დამახსოვრებაში ეხმარება.

რასაკვირველია, დაწყებით კლასში კონსპექტის კეთება, საეჭვოა, პატარას გამოუვიდეს, მაგრამ, სწორედ, სწავლის დასაწყისში შეგვიძლია, ბავშვს ვასწავლოთ მარკერით მნიშვნელოვანი მომენტების ხაზგასმა წიგნში.

შემდეგი ნაბიჯი იქნება, ასწავლოთ მას, როგორ გააკეთოს ცხრილი ან სქემა წაკითხულის მიხედვით.

თუ მასალა რთულია - ჩამოუკიდეთ ფირფიტა, ცხრილი, ფურცელი, ნებისმიერი რამ, რაზეც მას გადაიტანთ და უთხარით, ხშირად შეხედოს ხოლმე, რომ ადვილად დაამახსოვრდეს.

შემდეგ, უნდა ივარჯიშოთ მასალის შეკვეცაში, აკეთოს სრულფასოვანი კონსპექტები და მათი მეშვეობით იმეოროს საშინაო დავალებები.

საიდუმლო ის გახლავთ, რომ კონსპექტები და სქემები მხოლოდ მაშინ მუშაობენ, თუ მათ ბავშვი თავად აკეთებს. ყველა ჩვენგანი ხომ განსაკუთრებული ინდივიდია და მოვლენების საკუთარი აღქმა აქვს.

3. გამეორება ცოდნის დედაა

გამოკვლევები ცხადყოფს, რომ მასალის რეგულარული გამეორება უფრო ეფექტურია, ვიდრე მისი ზუთხვა.

ჯერ კიდევ 19-ე საუკუნეში გერმანელმა ფსიქოლოგმა ჰერმან ებენჰაუზმა, რომელიც მეხსიერების მუშაობის პროცესს იკვლევდა, გრაფიკულად გამოსახა თუ რა სწრაფია დავიწყების პროცესი: 70% მიღებული ინფორმაციისა უახლოეს საათებში იკარგება, ხოლო შემდეგ დავიწყების პროცესი ნელდება.


რეგულარულად გამეორება ხელს უშლის ინფორმაციის დაკარგვას და ის უკეთ გვამახსოვრება.
თუ ახალ მასალას სწავლიდან ერთი საათის განმავლობაში იმეორებთ, შეძლებთ ინფორმაციის ნახევრის შენარჩუნებას, შემდეგ ინტერვალები გაზარდეთ, იმეორეთ დღეგამოშვებით, სამი დღის, შემდეგ ერთი კვირის, თვის გამოტოვებით და ასე შემდეგ.

ბავშვთან ერთად, თქვენ შეგიძლიათ აუცილებლად დასამახსოვრებელი რთული ან მნიშვნელოვანი მასალის გასამეორებელი გრაფიკის შედგენა


1 გამეორება – შესწავლიდან 1 დღის შემდეგ;
2 გამეორება– 1 გამეორებიდან 3 დღის შემდეგ;
3 გამეორება– 2-ე გამეორებიდან 7 დღის შემდეგ;
4 გამეორება– 7-ე გამეორებიდან 21-ე დღეს;


როდესაც სახლში ბრუნდებით, შეეკითხეთ ბავშვს, ახალი რა გაიგო სკოლაში, რა მოეწონა, რამ გაანაწყენა. ეს დაეხმარება ნასწავლის შეთვისებაში და ამასთან ერთად შეძლებთ მასთან ემოციური კონტაქტში ყოფნას.

ასევე დაეხმარეთ ბავშვს, დააკავშიროს უკვე არსებული ცოდნა ახალთან.
ყურადღება მიაქციეთ, რომ მისი ცოდნა არ იყოს დიფერენცირებული — დაეხმარეთ მას ყველაფერი გარესამყაროს მისეულ აღქმასთან დააკავშიროს, რომელიც მას ასე თუ ისე, უკვე ჩამოყალიბებული აქვს.

კითხვები, რომლებიც დაგეხმარებათ: ახალი რა გაიგე? რა არის იდეის არსი? რა არის მთავარი იდეა? როგორაა ეს დაკავშირებული იმასთან, რაც შენ უკვე იცი? როგორ შეიძლება ამისი ცხოვრებაში გამოყენება? თუ მასალა მთლად ახალია, მაგალითები შეიძლება სრულიად მოულოდნელი იყოს: ბიოლოგიაში შესაძლოა, წარმოიდგინოთ, რომ სისხლის უჯრედები ჯარისკაცები არიან და თითოეულ მათგანს განსხვავებული დავალება აქვთ, რომლებიც ეხმარებიან ორგანიზმს ამა თუ იმ დაავადებებთან - მტრებთან - გამკლავების საქმეში.

4. ერთად უფრო ეფექტურია

თუ ბავშვს კლასელებთან ერთად შეკრება და მეცადინეობა ან პროექტის გაკეთება უნდა - მხარი დაუჭირეთ ამაში.

ზოგიერთი ბავშვი უკეთესად იმახსოვრებს ასათვისებელ მასალას "თანაგუნდელთან "ერთად. ბავშვები სცდიან ხოლმე ერთმანეთს, ან უხსნიან ახალ ან რთულ მასალას. ერთადერთი, რაც უნდა ახსოვდეთ, არის ის, რისთვისაც შეიკრიბნენ: ჯერ სწავლა, მერე თამაში.

საერთოდ, როდესაც სასწავლ მასალას სხვას უხსნი, შენ თვითონ უკეთესად იგებ, სწავლობ და იმახსოვრებ.

დაე ბავშვმა განუმარტოს თანაკლასელს, რაც ვერ გაიგო. როდესაც რამდენჯერმე იმეორებ ერთსა და იმავეს, თვითონაც ვერ ხვდები, როგორ უკეთ და უკეთ ერკვევი თემის არსში.

5. აზროვნების წამყვანი ტიპი

«ხედავ?!» - ამბობს ერთი ბავშვი. «მოუსმინე!» - იტყვის მეორე. ხოლო მესამე საუბრისას გამუდმებით მოძრაობს და ხელებს იქნევს.

ასე მუშაობს აზროვნების სხვადასხვა სახეები: ვიზუალური, სმენითი და კინეტიკური.

"ვიზუალებს" ეხმარებათ სურათები, რუქები, ბარათები, რომელზეც სიტყვები წერია, ნახატები, სქემები, ფერები და სწავლებისას აუცილებლად სჭირდებათ გამოსახულებები ამა თუ იმ თემის გარშემო. ასეთი ბავშვის დახელოვნება მეცადინეობის მისთვის მოსახერხებელ ფორმაში დიდ სირთულეს არ წარმოადგენს და ძალიან მალე ის თავად დაიწყებს პროცესის გამარტივებას.

თუ ბავშვს სმენითი მეხსიერება აქვს, დაე, ხმამაღლა იკითხოს, იმეოროს, უსმინოს მუსიკას და აუდიოწიგნებს. ასეთი ბავშვებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი - კლასში ყურადღებით ყოფნაა, მათ უნდა მოისმინონ გაკვეთილი და ისიც, რასაც თანატოლები ყვებიან, მისთვის ეს ნახევარს თუ არა, საქმის მნიშვნელოვანი ნაწილის გაკეთებას გაუტოლდება. ბავშვობაში მეც ძლიერი სმენითი მეხსიერება მქონდა და მარტო მასწავლებლის მოსმენით შემეძლო დამემახსოვრებინა ისე, რომ ფრიადზე მესწავლა და არ დამეხარჯა დრო საშინაო დავალებების კეთებაში.

"კინეტიკებს" ტრადიციულ სკოლაში სწავლა უჭირთ: ისინი სულ მოძრაობენ, მათ ესიკვდილებათ ერთი თემის გარშემო ყურადღების კონცენტრირება მთელი გაკვეთილის განმავლობაში. მაგრამ როდესაც ისინი მოძრაობენ და გვეჩვენება, რომ სრულებით არ გვისმენენ, სწორედ მაშინ იმახსოვრებენ ყველაფერს და ყველაზე კარგად! "კინეტიკები" კარგად ითვისებენ სიარულის დროს, დიახ, სიტყვ- სიტყვით ასეა, ფეხზე მდგომარენი, თითქოს ჟესტებით, ან თავისებურ რიტმში ახდენენ ინფორმაციის დახარისხებას და გონებაში დალაგებას. ამიტომ მათთან ერთად გაკვეთილის ან ასათვისებელი მასალის გამეორება თავისუფლად შეიძლება, მაგალითად, პარკში სეირნობის, ველოსიპედით ან სკოლისკენ გადაადგილების დროს.
გაიარეთ ჩვენი მოკლე ტესტი , გაიგეთ, რომელია თქვენი შვილის აზროვნების წამყვანი ტიპი და მიიღეთ რეკომენდაციები თუ როგორ ჯობია ამ ყველაფრის გათვალისწინებით ბავშვის სწავლების ეფექტურად წარმართვა.

ტესტი ჩამოტვირთეთ აქედან.
ჩვენს ბიზნესსკოლაში Smart Start გთავაზობთ კურსს "სწავლა, ეს მარტივია" - რომელიც შედგება საინტერესო და შთამბეჭდავი ტრენინგების სერიებისგან იმის შესახებ, როგორ უნდა ისწავლო მაქსიმალურად ეფექტურად აზროვნებისა და მეხსიერების წამყვანი ტიპის გათვალისწინებით.
თაიმმენეჯმენტის საფუძვლები, ინფორმაციის ანალიზი და მასალის დაკონსპექტება, დამახსოვრების ეფექტური ხერხები... ეს ყველაფერი და კიდევ ბევრი სასარგებლო რამ მოაზროვნე თანატოლების გარემოცვასა და პროფესიონალების მეთვალყურეობის ქვეშ.