SMART START-ის შემეცნებითი გვერდი

როგორ დავეხმაროთ ბავშვს დასახული მიზნის მიღწევაში

"გემისთვის, რომელმაც არ იცის, რომელ ნაპირს მიადგეს, მისთვის არც ერთი ქარი ზურგისქარი არ იქნება." სენეკა



ერთ გოგოს ვიცნობ, თაკო ჰქვია, 10-ე კლასში სწავლობს და ნეიროქირურგობაზე ოცნებობს
თაკო აქედანვე მუშაობს, რომ დასახულ მიზანს მიაღწიოს და ოცნება რეალობად აქციოს
ეს გოგონა თვითონ მოელაპარაკა ერთ კლინიკას და თავისუფალ დროს იქ გადის არაოფიციალურ პრაქტიკას, რომ უყუროს და ისწავლოს როგორ შრომობენ ექიმები და ექთნები. რა თქმა უნდა, ყველგან არ უშვებენ, მაგრამ საერთო ჯამში, მას უკვე სამედიცინო ინსტიტუტების ბევრ სტუდენტზე მეტი პრაქტიკა აქვს.

თაკო სკოლის შემდეგ გერმანულ ენაშიც მეცადინეობს, რადგენ დღესდღეობით სამედიცინო უნივერსიტეტების სტუდენტებს საკმაოდ მრავალფეროვანი შესაძლებლობა აქვთ გერმანიაში გაცვლითი პროგრამით პრაქტიკების გავლისა. სტაჟირების ძირითადი პირობები ენის ცოდნა და კარგი მოსწრებაა. ასე რომ, მას ყველა შანსი აქვს.

რაც შეეხება სკოლას, სწავლის კლასიკური პრინციპით - ის მეტ ყურადღებას უთმობს ბიოლოგიას, ქიმიასა და ფიზიკას, რომ წარმატებით ჩააბაროს მისაღები გამოცდები. არა, ის არავის დაუვალდებულებია ასე მოქცეულიყო, ეს ყველაფერი მისი ნატვრა და გადაწყვეტილებაა. აი, ასეთი მიზანდასახული გოგო გახლავთ თაკო.
კერძო სკოლაში, სადაც ამჟამად ვასწავლი, ერთი სტუდენტი მყავს, - ისიც მე-10 კლასში. მას სურს ბიზნეს-ვუმენი გახდეს.
ნინა ამერიკის უნივერსიტეტში აპირებს გამოცდების ჩაბარებას. ვკითხე, იცოდა თუ არა, რომ უნივერსიტეტებში არავინ ასწავლის, როგორ უნდა დაიწყო შენი საქმის კეთება. მიუხედავად ჩემი უდიდესი პატივისცემისა უმაღლესი განათლებისადმი, ყველასთვის ნათელია, იმისათვის, რომ ბიზნესი დაიწყო, უნივერსიტეტში სწავლა სულაც არ არის სავალდებულო.

ჩემი სიტყვებით გაცვიფრებული ნინა ერთხანს ჩაფიქრდა, ვერ გადაეწყვიტა, თუ ამას უნივერსიტეტში არ ასწავლიან, როგორღა გამოუვიდოდა, გამხდარიყო ბიზნეს-ვუმენი. შემდეგ ამოისუნთქა და დილემა ასე გადაჭრა: ჯერ სადმე "მოვეწყობი" და მერე მოვიფიქრებ რა ვუყო ბიზნესსო.

რაღა თქმა უნდა, ჯერ არ გადაუწყვიტავს რა სპეციალობა უნდა აირჩიოს და, რა თქმა უნდა, არც ის გაუგია, რაა საჭირო, რომ ამერიკის უნივერსიტეტში გამოცდები ჩააბაროს. ამ გოგონას შემთხვევაში, აი, ასეთი კონცენტრაციის დეფიციტთან გვაქვს საქმე.
თუ გეგმა გაქვს და ნათელი წარმოდგენა მიზნისა, შეუძლებელი ოცნებაც ხელშესაები ხდება, ხოლო გზა დასახული მიზნებისკენ პარტარა უწყვეტი ნაბიჯებისგან შედგება, რომელსაც ჩვენ ყოველდღე და მტკიცედ ვდგამთ.

დასაფიქრებელია, რომ უამრავი მოზარდის შეგნებაში ჯერაც არ გელვებულა კითხვა: რა უნდა აკეთონ ცხოვრებაში, ნეტავ, რა სურთ სინამდვილეში?
რასაკვირველია, 15 წლის ასაკში ძნელია ყველაფერი წინასწარ გათვალო, მაგრამ ყველას აქვს რაღაცის ნიჭი, მიდრეკილება, როგორც ასეთი, ინტერესები, პრიორიტეტები და ცოტა წარმოდგენაც, რას ნიშნავს, იყო წარმატებული ცხოვრებაში.

რამდენი მოზარდი ჩააბარებს უნივერსიტეტში, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩააბარაო, თქვან; ისწავლის, იმიტომ რომ ისწავლაო, თქვან სხვებმა და რამდენი დაიწყებს მუშაობას სადღაც, მარტო იმის გამო, რომ ასეა მიღებული, ჩააბარე-ისწავლე-იმუშავე... ისხდებიან მერე და ჩუმად იოცნებებენ იმაზე, რაც სურდათ და ვერ გააკეთეს.

მე თვითონ ვიყავი ნინასნაირი ბავშვი, არც გეგმა მქონდა და არც რაიმე იდეის გარშემო კონცერტირების გამოცდილება. ამიტომ დავამთავრე 2 უმაღლესი სასწავლებელი სხვადასხვა სპეციალობით, დავიცავი მაგისტრის ხარისხი და მქონდა უამრავი სამსხური, სანამ ჩემი თავი არ ვიპოვნე. არადა, ხომ შემეძლო ყველაფერი უფრო მარტივად და ეფექტურად გამეკეთებინა?
კარგი ამბავი ის გახლავთ, რომ მშობლებს შეუძლიათ, დაეხმარონ ბავშვს ისწავლოს მოვლენის გარშემო ფოკუსირება და გახდეს მიზანდასახული.

4 პატარა ნაბიჯი დიდი მომავლის გეგმაში

1
გამონახეთ დრო
გამონახეთ შესაფერისი მომენტი მომავალზე სალაპარაკოდ. მნიშვნელოვანია, რომ თქვენც და ბავშვსაც გქონდეთ თავისუფალი დრო საამისოდ და იყოთ საუბრის გუნებაზე. განწყობა მნიშვნელოვანია.
2
შესთავაზეთ მოახდინოს მომავლის ვიზუალიზაცია
შესთავაზეთ თქვენთან ერთად მოახდინოს მომავლის ვიზუალიზაცია: წარმოიდგინოს, რომ მის ცხოვრებაში ყველაფერი ისე აეწყო, როგორც საჭიროა და უფრო უკეთაც კი და აი ის საკუთარ თავს გვერდიდან უყურებს, 15 წლის მერენდელი თქვენი შვილი ბედნიერი და რეალიზებულია.

ფრთხილად იყავით, არ მოახვიოთ თავს საკუთარი ოცნებები და წარმატების თქვენეული აღქმა, დაე ბავშვმა ილაპარაკოს, თქვენ, მხოლოდ, საუბარში აუბით მხარი და უსმინეთ.

სად ცხოვრობს ეს ადამიანი მომავალში? როგორია მისი ოჯახი? სად მუშაობს? როგორი თვისებები და ჩვევები აქვს მომავლის ამ ბედნიერ ადამიანს? რა დასჭირდა მას ამ მიზნსიკენ მიმავალ გზაზე? რაზე უნდა დაიწყოს აქედანვე მუშაობა?
3
დაეხმარეთ საკუთარი თავის აღქმაში
შემდეგ, სხვა ასეთსავე ძალდაუტანებელ საუბარში, განიხილეთ მისი ინტერესები, ასევე მისი ძლიერი მხარეები და ნიჭი. ერთად მოიფიქრეთ, როგორ შეიძლება ამ ყველაფრის გამოყენება მისი ოცნებებისკენ მიმავალ გზაზე.
4
შეადგინეთ გეგმა
ერთად მოიფიქრეთ გეგმა, როგორ მიაღწიოთ იმ მომავალს, რომელიც თქვენს შვილს მოსწონს და ეოცნებება. რა უნდა გააკეთოს? რა უნდა ისწავლოს? რა უნდა იცოდეს?

ჩვენ მოვაგროვეთ ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვები, რომელიც მომავლის დაგეგმვის საქმეში მნიშვნელოვან გარდატეხას მოახდენს. ჩამოტვირთეთ ის ბმულის საშუალებით და ბავშვთან ერთად უპასუხეთ დასმულ შეკითხვებს.
როგორც კი გააცნობიერებს თქვენი შვილი რა ნაბიჯები უნდა გადადგას ოცნებებისკენ მიმავალ გზაზე, ეს გზა დასაწყისშივე ადვილი და მკაფიო გახდება.
საბავშვო ბიზნესსკოლა Smart Start-ში ვატარებთ ტრენინგების სერიას, სადაც წარმატების გზის განსაზღვრაში ვეხმარებით ჩვენს სტუდენტებს. ჩვენი მოსწავლეები თავიანთი ოცნებების ვიზუალიაციას ახდენენ, არკვევენ თავიანთ ძლიერ და სუსტ მხარეებს, ადგენენ კარიერის გეგმას და ვარაუდობენ, რა უნდა გააკეთონ, რომ ამ ყველაფერს მიაღწიონ.

კურსი "გზა წარმატებისკენ" საგანგებოდაა შექმნილი 14-18 წლის მოზარდებისთვის, მათთვის, ვისაც სურთ, ადგილი დაიმკვიდრონ ცხოვრებაში. თანატოლების გარემოცვაში, ვინც ასევე საკუთარი გზისა და მისიის ძიებაშია. მოსწავლეებს უფრო გაუადვილდებათ აზრების მობილიზება, საკუთარი თავის პოვნა და შეძლებენ ბედნიერი მომავლის გეგმის მოდელის შედგენას. კურსის შესახებ დაწვრილებით ეწვიეთ ბმულს.

ჩვენი მოსწავლეები საკუთარი მომავლის შენებას დღესვე იწყებენ!