ბიზნესსკოლა
ბავშვების & მოზარდებისთვის


SMART START

"რბილი უნარების" შესწავლა
აუცილებელია 21 საუკუნეში


თბილისი • შაბათ - კვირა
We use cookies to provide the best site experience.
Ok
Close

რა არის სმარტ სტარტი?

კლასგარეშე საგანმანათლებლო პროგრესული პროგრამა
7-17 წლის ბავშვებისა და მოზარდებისთვის
თბილისში
ემოციური ინტელექტი
დიზაინერული აზროვნება და გამომგონებლობა
მეწარმეობის საფუძვლები/ბიზნესუნარები
ეფექტური კომუნიკაცია
ინტერნეტუსაფრთხოება და მედია წიგნიერება
კრეატიული აზროვნება
კარიერის დაგეგმვა
21 საუკუნის უნარების სრული, "ყველა ერთში" შესავალი კურსი


ხანგრძლივობა: 1-10 თვე
დღე: შაბათ - კვირა
დამოუკიდებელი სემინარები(ვორქშოფები)
ფინანსური წიგნიერება
კრეატიული აზროვნება
კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება
გონებამახვილობა
ბავშვის ინდივიდუალური სწავლის სტილის განსაზღვრა
თიმბილდინგი (გუნდის შექმნა)
კარიერის დაგეგმვა
კრიტიკული აზროვნება და მუშაობა ახალ ინფორმაციასთან
დროის მართვა / მენეჯმენტი

ხანგრძლივობა: 1-1,5 საათი
დღეები: კვირა (იხილეთ ცხრილი დეტალებისთვის)
რეპეტიტორები
შეუკვეთეთ ინდივიდუალური კურსი რეპეტიტორთან: ჩვენ ჩამოვაყალიბებთ თქვენი შვილისთვის სწავლების პერსონალიზებულ სისტემას ინდივიდის სწავლის სტილის/აზროვნების ტიპის და პერსონალური ინტერესების გათვალისწინებით.

ხანგრძლივობა: ინდივიდუალური
დღე: შაბათ - კვირა
საველე გასვლები, ვიზიტები, ინტერვიუები
შეხვედრები ექსპერტებთან, სამოტივაციო სპიკერებთან/ტრენერებთან და საინტერესო ადამიანებთან, რომელთაც ბევრი აქვთ ბავშვებისთვის მოსაყოლი და ბევრის გაზიარება შეუძლიათ მათთვის.
საველე ვიზიტები ოფისებსა და საწარმოებში.

ხანგრძლივობა: 1-1,5 საათი
დღეები: კვირა (იხილეთ ცხრილი დეტალებისთვის)

რატომ სმარტ სტარტი?

ხარისხიანი, თანამედროვე განათლება ჩვენგან
სიყვარულით ბავშვებს
ჩვენ ვასწავლით 21 საუკუნის აუცილებელ უნარებს
"რბილი უნარები" (Soft skills), აზროვნების გავითარება, მოქნილობა, ინიციატიურობა - ეს არის ის, რასაც სკოლაში არ ასწავლიან, მაგრამ, აუცილებელია, 21 საუკუნეში.
ჩვენ ვიცით, როგორ მივაღწიოთ ბავშვების ჩართულობას
ჩვენ მხოლოდ ისეთ მასწავლებლები გვყავს, ვისაც ბავშვები და საკუთარი პროფესია უყვართ, იციან როგორ ესაუბრონ, აუხსნან, ჩართონ პროცესში და შთააგონონ ახალგაზრდა ადამიანები.
ჩვენ ხარისხს ვაკონტროლებთ
ჩვენ გვაქვს სწავლების აშშ და ევროპული სასწავლო გეგმები, საკუთარი სასწავლო პროგრამები, რომლებიც ემყარება მსოფლიო სამეცნიერო კვლევების მონაცემებსა და პრაქტიკულ გამოცდილებას. თითოეული გეგმა გადის სწავლების ხარისხის კონტროლის 3 – ეტაპიან სისტემას.
ჩვენ ვიყენებთ უახლეს მეთოდებს
სწავლების გეიმიფიკაცია, სტუდენტის სწავლისადმი ჰუმანური დამოკიდებულება და მიდგომა, გამეორება, კონკრეტულ პრობლემაზე ორიენტირებული სწავლება, თანამედროვე მედია.
ჩვენმა კურსდამთავრებულებმა იციან, რა სურთ ცხოვრებაში და ესმით, როგორ უნდა მიაღწიონ ამას

რას შეიძენს თქვენი შვილი

და რა არის ბუნებრივი ჩვენი მოსწავლეებისთვის:
პრაქტიკული ჩვევები
ბიზნესაზროვნება, ეფექტური კომუნიკაცია, ფინანსური ანალიზი, ლიდერობა, კრიტიკული აზროვნება, მიზანდასახულობა, დროის მენეჯმენტი და უამრავი სხვა რამ.
ცხოვრების აქტიური წესი
ჩვენმა მოსწავლეებმა იციან, რომ წარმატება, მხოლოდ, მათზეა დამოკიდებული.
მათ სურთ თავად მართონ საკუთარი ცხოვრება და იმუშაონ ოცნებების გასახორციელებლად.
გაბედული და ცნობისმოყვარე მეგობრები
წრე, სოციუმი, რომელშიც ინდივიდი ტრიალებს, გადამწყვეტ როლს თამაშობს მის ფორმირებაში. Smart Start - ში თქვენი შვილი იპოვის მხარდაჭერას და შთაგონებას მომავალი ცხოვრებისთვის, როგორი გამოწვევების წინაშეც გინდათ დადგეს, დამოუკიდებელი და გაბედული თანატოლების გარემოცვაში.
მიზანდასახულობა და პასუხისმგებლობა
კურსები, რომელსაც ჩვენ გთავაზობთ, აგებულია ისეთი მეთოდოლოგიით, რომ თითოეული ნიუანსი ჩვენს მოსწავლეებს დამოუკიდებელ ადამიანებად ჩამოყალიბებაში დაეხმაროს. თქვენი შვილი ისწავლის როგორ დასახოს მიზნები თავად და როგორ მიაღწიოს მათ საკუთარი ძალებით.
პრაქტიკა სხვადასხვა ენაში
ჩვენი პროგრამები, ქართულის გარდა, სრულყოფილად ისწავლება რუსულ და ინგლისურ ენებზეც. ეს გახლავთ საუკეთესო შესაძლებლობა ყველაზე ძალდაუტანებელ და საინტერესო გარემოში უცხო ენაზე ალაპარაკების, აზროვნების და მისი საფუძვლიანად დაუფლებისთვის.

რას შეიძენთ თქვენ

და რა გახდება თქვენთვის ბუნებრივი :
კომპეტენტური მხარდაჭერა ბავშვის აღზრდაში
ჩვენ, Smart Start-ში, პატივს ვცემთ ბავშვებს და ვქმნით სათანადო პირობებს როგორც მათი განვითარების, ისე პიროვნული ზრდისთვისაც. გვჯერა ჰუმანურ-პიროვნული მიდგომის და აქტიური სწავლების თეორიის შეუცვლელობისა ბავშვებთან მიმართებაში და ვუცხადებთ სრულ მხარდაჭერას მშობლის გაცნობიერებულ პასუხისმგებლობებს.
გარანტია, რომ თქვენი შვილისთვის კარგ საქმეს აკეთებთ
21-ე საუკუნეში სკოლის პროგრამის ცოდნა აღარ განაპირობებს ადამიანის კონკურენტუნარიან უპირატესობას სოციუმში. Smart Start-ს არჩევისას თქვენ აძლევთ ბავშვს შესაძლებლობას, გამოიმუშაოს ჩვევები და შეიძინოს პრაქტიკული ცოდნა, რაც მისი წარმატებული მომავლისთვის იქნება აუცილებელი.
სიხარული და სიამაყე
თქვენი შვილი შეძლებს თქვენს გახარებას გარემოსადმი გაცნობიერებული და ჯანსაღი დამოკიდებულებით. ახალი მეგობრები, ახალი იდეები, დიდი სამომავლო გეგმები და ენთუზიაზმის ნაპერწლები მათ თვალებში, შეუძლებელია, ვერ შენიშნოთ!
ეს უნარები არ ისწავლება ჩვეულებრივ სკოლებში,
მაგრამ შესაძლებელია და უნდა ისწავლებოდეს ბავშვობიდან
2019-2020 წლის გრაფიკი
* 2019 წლის ოქტობრისთვის შეიძლება ცხრილში მცირე ცვლილებები შევიტანოთ
ასაკობრივი ჯგუფები - 7-8 წელი
კომბო, 3 ერთში:
ინტერნეტუსაფრთხოება + ემოციური ინტელექტი + კრეატიული ინოვაციები

*მულტიფუნქციური სამუშაო სივრცე Space -Z (საბურთალო, ჯიქია, ვაჟა-ფშაველას ბოლოში)
*8 თვე 5/6 ოქტომბერი-13/14 ივნისი

• RUS 17:00-18:00 შაბათი (მასწავლებელი: მარი) არის ადგილები

ასაკობრივი ჯგუფები - 9-11 წელი
• ქართულ ენაზე:
***შაბათს, მულტიფუნქციური სამუშაო სივრცე Space - Z (საბურთალო, ჯიქია, ვაჟა-ფშაველას ბოლოში)

შაბათი14:40-15:40 GE 21 საუკუნის უნარების შესავალი კურსი (მასწავლებელი: მარი, 8 თვე 5 ოქტ.-13 ივნისი) არის ადგილები
• რუსულ ენაზე:
***შაბათს, მულტიფუნქციური სამუშაო სივრცე Space - Z (საბურთალო, ჯიქია, ვაჟა-ფშაველას ბოლოში)
შაბათი 10:00-11:00 RU 21 საუკუნის უნარების შესავალი კურსი (მასწავლებელი: ვალერია, 8 თვე 28 სექტ.-13 ივნისი) არის ადგილები
შაბათი 12:20-13:20 RU შემოქმედებითი (დიზაინერული) აზროვნება და ინოვაციები (მასწავლებელი სოფიკო, 8 თვე 28 სექტ.-13 ივნისი) არის ადგილები
შაბათი 13:30-14:30 RU ემოციური ინტელექტი + კომუნიკაცია (მასწავლებელი: ნატალი, 8 თვე 28 სექტ.-13 ივნ) არის ადგილები

ასაკობრივი ჯგუფები - 12-16 წელი
რუსულ ენაზე:
***შაბათს, საქართველოს უნივერსიტეტში (საბურთალო, სააკაძის მოედნის მიმდებარედ)


შაბათი 11:10-12:10 RU კრეატიული აზროვნება (მასწავლებელი: ბიულბიული, 8 თვე 28 სექტ.-13 ივნისი) არის ადგილები
შაბათი 12:20-13:20 RU კომუნიკაცია + ბლოგინგი (მასწავლებელი: სვეტლანა, 8 თვე 28 სექტ.-13 ივნისი) არის ადგილები
შაბათი 13:30-14:30 RU მეწარმეობა/სტარტაპის ინკუპადორი(მასწავლებელი: ნინო, 8 თვე28 სექტ.-13 ივნისი) არის ადგილები

***შაბათს, საქართველოს უნივერსიტეტში (საბურთალო, სააკაძის მოედნის მიმდებარედ)
კვირა 15:40-16:40 RU კინოაკადემია (მასწავლებელი: მარი, 2 თვე 22 სექტ.-10 ნოემბ) არ არის ადგილები
კვირა16:50-17:50 RU კინოაკადემია (მასწავლებელი: მარი, 2 თვე 22 სექტ.-10 ნოემბ) არ არის ადგილები
ასაკობრივი ჯგუფები - 15-17 წელი
რუსულ ენაზე:
***შაბათს, მულტიფუნქციური სამუშაო სივრცე Space - Z (საბურთალო, ჯიქია, ვაჟა-ფშაველას ბოლოში)

კვირა. 11:00-12:00 RU კარიერის დაგეგმვა (მასწავლებელი: ჟანა, 2 თვე. 5-6 ოქტ. 2019 - 24 ნოემბ. 2019) არ არის ადგილები
    [სექტემბერი 2019 - ივნისი 2020]

    ჩვენი კურსები

    ასაკი: 7-8 წელი

    *თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ სამივე მოდული ან თქვენთვის სასურველი ერთი ან ორი მათგანი
    ემოციური ინტელექტი
    5-6 ოქტომბერი 2019 - 22 დეკემბერი 2019, კვირა დღე
    ______________________
    3 თვე, ენები: En /ქარ / Rus

    *რუსულ ენაზე:
    17:00-18:00 Sat. არის ადგილები

    თვითშეგნების გაღრმავება, საკუთარი განცდების გაგება და მათით ცხოვრება. ძლიერი ემოციების დაძლევა: რისხვა, მწუხარება, სასოწარკვეთა, შიში, შფოთვა, მარტოობა. თანაგრძნობისა და ინტერპერსონალური უნარების ტრენინგი.

    •1 ტრენინგი / კვირაში
    •119 ლარიდან / თვეში ან 35 ლარი / გაკვეთილი
    ინტერნეტუსაფრთხოება
    25 იანვარი - 12 აპრილი 2020 კვირა დღე
    ______________________
    2.5 თვე, ენები: En /ქარ / Rus
    *რუსულ ენაზე: 17:00-18:00 Sat. არის ადგილები

    როგორ მოვიქცეთ ინტერნეტსივრცეში გონივრულად, როგორ ვიყოთ უსაფრთხოდ
    და მივიღოთ მაქსიმალური სარგებელი თავის საფრთხეში ჩაგდების გარეშე.
    რა არ უნდა გაზიარდეს სოციალურ ქსელებში, როგორი პაროლები არის ძლიერი, როგორ უნდა შევიძინოთ მეგობრები ონლაინ რეჟიმში, რა არის ფიშინგი, თაღლითობა, ბოტები და როგორ უნდა განვსაჯოთ ინფორმაცია კრიტიკულად.

    •1 ტრენინგი / კვირაში
    •119 ლარიდან / თვეში ან 35 ლარი / გაკვეთილი
    კრეატიული ინოვაციები
    26 აპრილი - 14 ივნისი 2020, კვირა დღე
    _____________________
    2.5 თვე, ენები: En /ქარ / Rus

    ახალი იდეების გენერირება და არსებულის გაუმჯობესება, სხვებისთვის საკუთარი იდეების წარდგენის სხვადასხვა ხერხები,საკუთარი ოცნების რეალიზაციის პრაქტიკული გზები და გუნდური მუშაობა.

    •1 ტრენინგი / კვირაში
    •119 ლარიდან / თვეში ან 35 ლარი / გაკვეთილი

    ასაკი: 9-11 წელი

    *2 ან მეტი კურსის გავლის შემთხვევაში მოქმედებს 5% ფასდაკლება
    21 საუკუნის უნარები - შესავალი კურსი
    5 ოქტომბერი 2019 - 13 ივნისი 2020
    *ქართულ ენაზე: შაბათი 14:40-15:40 არის ადგილები
    ______________________
    8 თვე, ენები: ქარ / EN /RU

    თუ ეს თქვენი პირველი გამოცდილებაა Smart Start– ში, ჩვენთან, მაშინ ეს კურსი თქვენთვისაა!

    ყველა საუკეთესო სემინარი ერთად. შესანიშნავი საშუალება ბავშვებმა მოსინჯონ ყველაფერი და გადაწყვიტონ ყველაზე მეტად რა უყვართ, რა გამოსდით და რა იწვევს მათ შთაგონებას.

    კრიტიკული აზროვნება, დიზაინერული აზროვნება, ემოციური ინტელექტი, ეფექტური კომუნიკაცია, ინტერნეტ უსაფრთხოება, როის მენეჯმენტი, ფინანსური წიგნიერება, კრეატიულობა, გუნდური მუშაობა.

    თქვენ შეგიძლიათ, გაიაროთ სრული კურსი ან აირჩიოთ ცალკეული, თქვენთვის საინტერესო სესიები. მასში ჩართვა შეგიძლიათ ნებისმიერ დროს, რადგან თითოეული სესია დამოუკიდებელი მოდულებისგან შედგება და ის არ არის დამოკიდებული წინა მასალაზე.

    • 1 ტრენინგი / კვირაში
    • 110 ლარიდან / თვეში ან 29 ლარი / გაკვეთილი
    დიზაინერული აზროვნება და გამომგონებლობა
    28 სექტემბერი 2019 - 13 ივნისი 2020
    *რუსულ ენაზე: შაბათი 12:20-13:20 არის ადგილები
    _____________________
    8 თვე, ენები: RU

    ეს კურსი ბავშვებს ინოვაციურობასა და გამომგონებლობას ასწავლის, უვითარებს მათ კრეატიულობას და შემოქმედებით ტალანტებს.

    როგორია, იფიქრო ჩარჩოებს მიღმა, იყო რესურსული, ყურადღებიანი და გახსნილი მნიშვნელოვანი დეტალების მიმართ, გადაჭრა პრობლემები ახალი, ინოვაციური გზებით. მეთოდოლოგია დაფუძნებულია სტენფორდის უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული კურსის დიზაინერული აზროვნების ალგორითმზე, რომლის ძირითადი იდეაც მდგომარეობს შემდეგში: გამოიგონო, აბსოლუტურად ყველაფერი, ნებისმიერი რამ: ტექნოლოგიებით დაწყებული ინოვაციური მოვლენით დამთავრებული, რომელიც სამყაროს შეცვლის!

    დიზაინერული აზროვნება გამოიყენება დიზაინის, ინჟინერიისა და ბიზნესის სფეროებში: ნებისმიერი პრობლემის მოგვარება მომხმარებლის ადგილზე თავის დაყენების გზით, ნამდვილად კრეატიული იდეების გენერირება და მათი გაუმჯობესება პროტოტიპიზაციის ციკლისა და უკუკავშირიების მეშვეობით.

    ყველა ტრენინგი დაფუძნებულია საინტერესო და სახალისო აქტივობებზე.

    • 1 ტრენინგი / კვირაში
    • 119 ლარიდან / თვეში ან 35 ლარი / გაკვეთილი
    ემოციური ინტელექტი +
    კომუნიკაციის უნარები
    28 სქტემბერი -21 დეკემბერი. 2019 (ემოციური ინტელექტი)
    1 თებერვალი -13 ივნისი 2020 (კომუნიკაცია)
    *რუსულ ენაზე: შაბათი 13:30-14:30 არის ადგილები
    ______________________
    3 + 5 თვე, ენები: Rus

    ეს კურსი 2 მოდულისგან შედგება: ემოციური ინტელექტი (3 თვე) და ეფექტური კომუნიკაცია (5 თვე)

    ემოციური ინტელექტის მოდულში სტუდენტები ისწავლიან, როგორ აიმაღლონ თვითშეფასება, საკუთარი ემოციების გაცნობიერება, ცხოვრებაზე დაკვირვება, მასში აქტიურად მონაწილეობა, ძლიერ გრძნობებთან გამკლავება, როგორიცაა სიბრაზე, შიში ან იმედგაცრუება. ისწავლიან იყონ გონებაგახსნილები და პოზიტიურები, გამოიმუშაონ თანაგრძნობისა და ინტერპერსონალური უნარები.

    კომუნიკაციის უნარების მოდულში ბავშვები ისწავლიან, როგორ იყონ კარგი მსმენელები და კარგი შთაბეჭდილება მოახდინონ საუბრისას, ნათლად გამოხატონ თავიანთი იდეები, ილაპარაკონ დამაჯერებლად, მოლაპარაკებებით მოაგვარონ კონფლიქტები, მოყვნენ საინტერესო ისტორიებს და გააკეთონ შთამბეჭდავი პრეზენტაციები სკოლისთვის.

    • 1 ტრენინგი / კვირაში
    • 119 ლარიდან / თვეში ან 35 ლარი / გაკვეთილი
    ბიზნესუნარები 3.0
    *ამერიკულ საგანმანათლებლო არასამთავრობო ორგანიზაცია VentureLab- თან თანამშრომლობით
    ______________________
    5 თვე, ენები: ქარ / RU

    ეს კურსი ბავშვებს აძლევს ძირითად ცოდნას იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს ბიზნესი და უვითარებს მათ სამრეწველო აზროვნებას; გამძლეობას, კონტროლსა და მიზანდასახულობას, ანალიზისა, დაგეგმვის, კრეატიული მიდგომისა და პასუხისმგებლობის გრძნობას.

    კურსის განმავლობაში ტრენინგის სესიების გარდა, ბავშვები შეხვდებიან ანტრეპრენერებს, რომლებმაც საკუთარი ბიზნესები ნულიდან დაიწყეს და მზად არიან საკუთარი შთამაგონებელი ისტორიები სხვებს გაუზიარონ.

    კურსის დასასრულს სტუდენტები შეიმუშავებენ საკუთარ ბიზნესგეგმას და წარუდგენენ მათ ნამდვილ მეწარმეებს.

    ჩვენი კურსის ერთ-ერთი უმთავრესი ეფექტი ისიც გახლავთ, რასაც, უშუალოდ, მშობლები უსვამენ ხოლმე ხაზს, რომ ბავშვები იწყებენ თავიანთი დაკავებული მშობლების გაგებას და წყვეტენ ფიქრს, რომ მამას და დედას ძირითადი საქმიანობა ფულით სავსე მაგიდაზე ფეხების შემოლაგებაა, რომ ბიზნესის ფლობა არის ბევრი შრომა რეზულტატისთვის და უფრო მეტი ძალისხმევა იმისთვის, რომ არასდროს მოგინდეს დანებება!

    •1 ტრენინგი / კვირაში
    •119 ლარიდან / თვეში ან 35 ლარი / გაკვეთილი

    ასაკი: 12-17 წელი

    *2 ან მეტი კურსის გავლის შემთხვევაში მოქმედებს 5% ფასდაკლება
    კარიერის დაგეგმვა
    6 ოქტომბერი 2019 - 24 ნოემბერი 2019, კვირა
    კურსი დასრულდა
    ______________________
    2 თვე, მხოლოდ 15-17 წლის მოზარდებისთვის

    კურსი დაეხმარება სტუდენტებს ამოიცნონ საკუთარი ძლიერი მხარეები და მისწრაფებები, მოახდინონ საკუთარი ოცნებებისა და მომავლის ვიზუალიზაცია, დაგეგმონ წარმატებისკენ მიმავალი გზა და დაიწყონ მუშაობა იმაზე, რაც რეალურად მნიშვნელოვანია მომავალი კარიერისთვის.

    "უკუსვლით დიზაინის" მეთოდის გამოყენებით (დაგეგმვა "უკუსვლის" მეთოდით, მიდგომა, რომლის დროსაც, პირველ რიგში, სასურველი მიზნები იდენტიფიცირდება, შემდეგ დგინდება ამ მიზნების მიღწევის სისტემა და საბოლოოდ, იკვეთება აქტივობები მათ მისაღწევად), სტუდენტები საკუთარ ოცნებებს მიღწევად მიზნებად გადააქცევენ, დაგეგმავენ კონკრეტულ ნაბიჯებს ათვლის წერტილამდე და განსაზღვრავენ დროსა და რესურსებს, რომელიც ამ გზაზე დასჭირდებათ.

    სტუდენტები შეისწავლიან სამუშაო ბაზრის ტენდენციებს, გაიგებენ, თუ რომელი პროფესიების წარმოქმნასა თუ გაქრობას ვარაუდობენ უახლოეს მომავალში. ინდივიდუალურად შეისწავლიან სხვადასხვა უნივერსიტეტს, მათ პრივილეგიებს და გაერკვევიან კონკრეტული სასწავლო დაწესებულების მოთხოვნებს, ინტერესებსა და სპეციფიკაციებში, რაც მათ ამ უნივერსიტეტში ჩარიცხვაში დაეხმარებათ.

    კურსი ასევე მოიცავს თვითბრენდინგის და თვითრეკლამის საფუძვლებს და ასწავლის სტუდენტებს, აქციონ საკუთარი ძლიერი მხარეები წარმატების უშრეტ კაპიტალად და ამის საფუძველზე მოძებნონ და იპოვონ მათთვის სწორად, ზუსტად მორგებული სამუშაო.

    •1 ტრენინგი / კვირაში
    •119 ლარიდან / თვეში ან 35 ლარი / გაკვეთილი
    მეწარმეობა/
    სტარტაპის ინკუპადორი
    *რუსულ ენაზე: შაბათი 13:30-14:30 არის ადგილები
    ______________________
    8 თვე, ენები: RU

    ეს კურსი თინეიჯერებს დაეხმარება საკუთარი, ნამდვილი, მცირე ბიზნესის წამოწყებაში: ბიზნესიდეიდან ბიზნესამდე 8 თვეში!

    სტუდენტები შეისწავლიან მეწარმეობის საფუძვლებს, ბიზნესის მოდელირებითა და სამიზნე აუდიტორიით დაწყებული, ფიდბექით, დაფინანსებისა და კომუნიკაციებით ფონდების მოძიებასა და ნეთვორქინგით დამთავრებული. ისინი შეადგენენ ბიზნესგეგმას საშობაო ბაზრობისთვის და გაზაფხულის სემესტრს საკუთარი სტარტაპის გასაშვებად გამოიყენებენ.

    კურსის განმავლობაში ტრენინგის სესიების გარდა, სტუდენტები შეხვდებიან ანტრეპრენერებს, რომლებმაც საკუთარი ბიზნესები ნულიდან დაიწყეს და ვინც მზად არიან საკუთარი შთამაგონებელი ისტორიები სხვებს გაუზიარონ.

    ამ კურსის მთავარი მიზანი ბიზნესის დაწყების რეალური გამოცდილების მიცემაა მოზარდებისთვის. არ აქვს მნიშვნელობა რამდენად წარმატებული იქნება მათი წამოწყება, რადგან "დიახ, მე ეს შემიძლიას", უმთავრესი განცდა სამუდამოდ დარჩება მათთან და როდესაც ისინი გაიზრდებიან, არ ექნებათ ბიზნესის სამყაროს შიში. ისინი მზად იქნებიან აკონტროლონ და მართონ საკუთარი ცხოვრება. მათ პირადი გამოცდილებით ეცოდინებათ, თუ სცდიან - შეძლებენ კიდეც.

    • 1 ტრენინგი / კვირაში
    • 119 ლარიდან / თვეში ან 35 ლარი / გაკვეთილი
    21 საუკუნის უნარები - შესავალი კურსი
    ______________________
    5 თვე, ენები: ქარ / En / Rus

    თუ ეს თქვენი პირველი გამოცდილებაა Smart Start– ში, ჩვენთან, მაშინ ეს კურსი თქვენთვისაა!

    ყველა საუკეთესო სემინარი ერთად. შესანიშნავი საშუალება ბავშვებმა მოსინჯონ ყველაფერი და გადაწყვიტონ ყველაზე მეტად რა უყვართ, რა გამოსდით და რა იწვევს მათ შთაგონებას.

    კრიტიკული აზროვნება, დიზაინერული აზროვნება, ემოციური ინტელექტი, ეფექტური კომუნიკაცია, ინტერნეტ უსაფრთხოება, როის მენეჯმენტი, ფინანსური წიგნიერება, კრეატიულობა, გუნდური მუშაობა.

    თქვენ შეგიძლიათ, გაიაროთ სრული კურსი ან აირჩიოთ ცალკეული, თქვენთვის საინტერესო სესიები. მასში ჩართვა შეგიძლიათ ნებისმიერ დროს, რადგან თითოეული სესია დამოუკიდებელი მოდულებისგან შედგება და ის არ არის დამოკიდებული წინა მასალაზე.

    •1 ტრენინგი / კვირაში
    • 110 ლარიდან / თვეში ან 29 ლარი / გაკვეთილი
    ურბანული პროექტები და სამოქალაქო საქმიანობა
    ______________________
    3 თვე, ენები: En

    მოსწავლეები შეისწავლიან ქალაქმცოდნეობის საფუძვლებს: პროცესებს ქალაქის ბრენდინგითა და დაგეგმვით დაწყებული ქალაქის შესწავლით დასრულებული. დახელოვნდებიან ურბანულ სივრცეში პრობლემების იდენტიფიცირებასა და მათი ამოხსნის ინოვაციური იდეების გენერირებაში მსოფლიოში ცნობილი შემოქმედებითი ურბანული გადაწყვეტილებების მაგალითების საფუძველზე.

    შემეცნებითი გაკვეთილების გარდა კურსი ითვალისწინებს კვლევით გასვლებს თბილისის შესასწავლად, ასევე ვირტუალურ ექსკურსიებს მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებში და ურბანული და არქიტექტურული გადაწყვეტილებების მოდელირებას, კვლევებს, პრეზენტაციებს, აგრეთვე თამაშებს, ქვესთებს და უამრავ სხვა შთამბეჭდავ და შთამაგონებელ აქტივობას.

    სტუდენტები შექმნიან საკუთარ პროექტს, რომელიც მათ გარშემო, ერთი რომელიმე ურბანული სივრცის პრობლემას გადაჭრის. ეს გამოცდილება ხელს შეუწყობს მათ აქტიურ დამოკიდებულებას მოქალაქეობრივი ცხოვრებისადმი, მიანიჭებს მათ „დიახ, შემიძლია" - განცდასა და დამოკიდებულებას სამოქალაქო საქმიანობისადმი და აჩვენებს, თუ როგორ შეუძლიათ საკუთარი ინიციატივით ხელი შეუწყონ მათ გარშემო ურბანული სივრცის გაუმჯობესებას.

    •1 ტრენინგი / კვირაში
    •119 ლარიდან / თვეში ან 35 ლარი / გაკვეთილი

    ფასები და გადახდის მეთოდები

    არჩევანი 1:
    ყოველთვიური გამოწერა (წინასწარი გადახდა 4 გაკვეთილისთვის ყოველთვიურად)

    • 21 საუკუნის უნარების კურსი (შესავალი კურსი):
    კომფორტი 110 ლარი /თვეში,
    VIP 169 ლარი /თვეში.

    • სპეციალიზებული კურსები:
    პრომო 119 ლარი /თვეში (მხოლოდ პირველი 6 სტუდენტი თითოეულ ჯგუფში)
    კომფორტი 129 ლარი /თვეში,
    VIP 196 ლარი /თვეში.

    წინასწარი ყოველთვიური გამოწერით გადახდის უპირატესობები::
    • გამოტოვებული გაკვეთილების სამუშაო ფურცლებზე და ონლაინ დავალებებზე წვდომა;
    • ფასდაკლება შეხვედრებს, გასვლებს/ვიზიტებსა და დამოუკიდებელ სემინარებზე;
    • შესრულებული დავალებების შემოწმება და გადახედვა ინტერვალებით;
    • უკუკავშირი ონლაინ დავალებების შესრულებისას;
    • პრიორიტეტულობის სტატუსი ჯგუფში მიღებისას;
    • VIP პაკეტის შემთხვევაში ინდივიდუალური მხარდაჭერა ტრენერებისგან
      არჩევანი 2:
      მხოლოდ, იმ გაკვეთილების საფასურის გადახდა, რომელსაც მოსწავლე ესწრება

      • 29 ლარი თითო გაკვეთილი 21 საუკუნის უნარების კურსზე;
      • 35 ლარი თითო გაკვეთილი ნებისმიერ სპეციალიზებულ კურსზე;

      *თუ ჯგუფში ვაკანტური ადგილები ხელმისაწვდომია
      ფასდაკლება
      • საოჯახო ფასდაკლება 3% - ერთი ოჯახიდან ორი ან მეტი სტუდენტისთვის;
      • საბითუმო ფასდაკლება 5% - ორივე კურსის შემთხვევაში, თუ ერთი სტუდენტი ერთად 2 ან მეტ კურსს შეიძენს;
      • ერთგულების ფასდაკლება 5% - ჩვენთან დაბრუნებული, ძველი მომხმარებლებისთვის;
      • სამეგობრო ფასდაკლება 5% - მოიყვანეთ მეგობარი და მიიღეთ ფასდაკლება ორივესთვის;

      *ფასდაკლებები ერთიმეორეს ემატება
        შეხვედრები და გასვლები/ვიზიტები
        • 15 ლარი 1 სტუდენტი
        • 25 ლარი სტუდენტი + მშობლები

        * 15% ფასდაკლება ნებისმიერი კურსის კომფორტ პაკეტის მფლობელებისთვის
        **უფასო ნებისმიერი კურსის VIP პაკეტის მფლობელებისთვის
        ყოველთვიური პაკეტების ფასები
        წინასწარი გადახდა 4 გაკვეთილისთვის ყოველთვიურად
        პრომო პაკეტი
        (მხოლოდ პირველი 4 სტუდენტი თითოეულ ჯგუფში)
        კომფორტ პაკეტი
        (წინასწარი ყოველთვიური გადასახადი, დასწრების მიუხედავად)
        VIP
        პაკეტი

        (წინასწარი ყოველთვიური გადასახადი, დასწრების მიუხედავად)
        მხოლოდ, იმ გაკვეთილების საფასურის გადახდა, რომელსაც მოსწავლე ესწრება
        21 საუკუნის უნარები (შესავალი კურსი)
        -
        110 ლარი/თვეში
        169 ლარი/თვეში
        29 ლარი/გაკვეთილი
        სპეციალიზებული კურსები
        119 ლარი/თვეში
        129 ლარი/თვეში
        196 ლარი/თვეში
        35 ლარი/გაკვეთილი
        4 სამუშაო შეხვედრა ჯგუფში, სასწავლო გეგმის/სილაბუსის შესაბამისად
        ონლაინ ქვესტი - დავალებები გეიმიფიცირებული სწავლის სისტემაში (ასაკი: 10-17 წელი)
        -
        ფოტო – რეპორტაჟი გაკვეთილებიდან მშობლებისთვის
        ონლაინ დავალებების შესწორება და გამოხმაურება ინტერვალებით
        -
        გამოტოვებული გაკვეთილების მასალებზე წვდომა
        -
        წვდომა ჩვენს ღონისძიებებზე:
        შეხვედრები ექსპერტებთან, გასვლები/ვიზიტები, დამოუკიდებელი სემინარები
        -
        15% ფასდაკლება
        სრული წვდომა ყველა ღონისძიებაზე
        -
        ინდივიდუალური კონსულტაცია მშობლებისთვის ნებისმიერ სასწავლო საკითხთან დაკავშირებით
        -
        -
        -
        სტუდენტის ინდივიდუალური, თვის ანგარიში მშობლებისთვის
        -
        -
        -
        ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენა
        -
        -
        -

        პაკეტები და ფასები

        პრომო
        (პირველი 6 სტუდენტი თითოეულ ჯგუფში)
        -
        21 საუკუნის უნარები (შესავალი კურსი)


        119 ლარი/თვეში
        სპეციალიზებული კურსი

        ყოველთვიურად შედის:

        - 4 ჯგუფური ტრენინგი ოფლაინ (გაკვეთილზე);
        - ონლაინ ქვესტი (ასაკი: 10-17 წელი);
        - დავალებების შესწორება/გადახედვა
        - ფოტო – რეპორტაჟი გაკვეთილებიდან მშობლებს;
        - გამოტოვებული გაკვეთილების მასალებზე წვდომა;
        კომფორტი
        110 ლარი/თვეში
        21 საუკუნის უნარები (შესავალი კურსი)


        129 ლარი/თვეში
        სპეციალიზებული კურსი

        ყოველთვიურად შედის:

        - 4 ჯგუფური ტრენინგი ოფლაინ (გაკვეთილზე);
        - ონლაინ ქვესტი (ასაკი: 10-17 წელი);
        - დავალებების შესწორება/გადახედვა
        - ფოტო – რეპორტაჟი გაკვეთილებიდან მშობლებს;
        - გამოტოვებული გაკვეთილების მასალებზე წვდომა;

        15% ფასდაკლება:
        - ექსპერტებთან შეხვედრა;
        - საველე გასვლები;
        - დამოუკიდებელი სემინარები;
        VIP
        169 ლარი/თვეში
        21 საუკუნის უნარები (შესავალი კურსი)


        196 ლარი/თვეში
        სპეციალიზებული კურსი

        ყოველთვიურად შედის:

        - 4 ჯგუფური ტრენინგი ოფლაინ (გაკვეთილზე);
        - ონლაინ ქვესტი (ასაკი: 10-17 წელი);
        - დავალებების შესწორება/გადახედვა
        - ფოტო – რეპორტაჟი გაკვეთილებიდან მშობლებს;
        - გამოტოვებული გაკვეთილების მასალებზე წვდომა;

        სრული წვდომა ჩვენს ყველა ივენთზე:
        - ექსპერტებთან შეხვედრა;
        - საველე გასვლები;
        - დამოუკიდებელი სემინარები;

        ინდივიდუალური მხარდაჭერა:
        - კონსულტაცია ნებისმიერ, მიმდინარე კვლევის საკითხების გარშემო;
        - ინდივიდუალური სასწავლო გეგმების შედგენა;
        - სტუდენტის ინდივიდუალური, თვის ანგარიში მშობლებისთვის
        გამოხმაურებები

        როგორ მიმდინარებოს სწავლების პროცესი

        ნებისმიერ 3 ენაზე
        ჩვენ ცალკე ჯგუფები გვაქვს ქართულ, ინგლისურ და რუსულენოვანი მოსწავლეებისთვის
        შერეული სწავლება (ასაკი: 12-17 წელი)
        სწავლების უწყვეტი, შერეული რეჟიმი: ჯგუფური სასწავლო სესიები ოფლაინ (ტრენინგებზე) შაბათ-კვირას და ონლაინ გეიმიფიცირებული დავალებები სამუშაო დღეებში.
        ხელსაყრელი განაწესი
        მცირერიცხოვანი, 6-12 სტუდენტით დაკომპლექტებული ჯგუფები. 60-წუთიანი ტრენინგები, მეგობრული გარემო და მოქმედების თავისუფლება.
        პრობლემა-მოქმედებაზე ორიენტირებული სწავლება
        სტუდენტები სწავლობენ ქმედებებით: ისინი ივარჯიშებენ აზროვნებას, ატარებენ ექსპერიმენტებს, კვლევებს, ცდილობენ პრაქტიკაში შეხედონ დასახულ ამოცანას, ნაცვლად იმისა, რომ პასიურად მიიღონ ინფორმაცია.
        სტუდენტზე ორიენტირებული მიდგომა
        ყველაფერი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ - ვაკეთებთ ბავშვების სიყვარულით. ჩვენ თითოეული მათგანის შესაძლებლობების გვჯერა. ჩვენ ვეხმარებით სტუდენტებს იპოვონ თავიანთი ძლიერი მხარეები და გამოიყენონ ისინი ეფექტურად.
        შესვენება (ჩაიზე) მათთვის, ვინც 1 დღეში 2 ან მეტ კურსს დაესწრება
        თქვენს შვილს შეუძლია დღეში რამდენიმე ტრენინგს დაესწროს სხვადასხვა კურსებიდან. სესიებს შორის შესვენება 10 წუთია. ჩვენ თქვენს შვილს ჩაის და ჯანსაღ საკვებს შევთავაზებთ.
        დასასვენებელი ზონა თითოეულ კლასში/გაკვეთილზე
        თუ სტუდენტი დაღლილი ან გადატვირთულია, მას ყოველთვის შეუძლია განმარტოება დასასვენებელ ზონაში, რათა დაიბრუნოს წონასწორობა და ისევ შეუერთდეს ჯგუფის საქმიანობას, როდესაც მზად იქნება.
        თვითცნობიერების და რეფლექსიის უნარი
        ჩვენი მოსწავლეები ივარჯიშებენ რეფლექსიის უნარს ყველა კურსის ყველა გაკვეთილზე, ისინი გეგმავენ აქტივობებს მასწავლებელთან ერთად, ბოლოს კი აჯამებენ გაკვეთილს, განსაზღვრავენ საკუთარ გონებრივ მდგომარეობას და მსჯელობენ იმის თაობაზე, თუ რა ისწავლეს ახალი.

        დრო და ადგილი

        ასაკი: 12-17 წელი
        შაბათი
        11:00-14:30

        საქართველოს უნივერსიტეტი
        იუჯი სტარტაპ ფექთორი (UG Startup Factory), I სართული,
        საბურთალო
        # 77ა მერაბ კოსტავას ქუჩა, სააკაძის მოედნის მიმდებარედ
        ინდივიდუალური გაკვეთილები
        "ტერმინალ" კო-ვორქინგი ("Terminal" Co-working), მულტიფუნქციური სამუშაო სივრცე
        ვაკე
        #34-36 აბაშიძის ქუჩა
        ასაკი: 7-8, 9-11 წელი
        შაბათი, კვირა

        10:00-18:00
        მულტიფუნქციური სამუშაო სივრცე სფეის - ზი/Spase Z (ჯიქია, პოლიტკოვსკაიას ქ., 3, კორპუსი 6, ვაჟა-ფშაველას ბოლოში)
        საბურთალო
        ჩვენი ჯგუფი
        საკუთარი საქმის ექსპერტები
        რომელთაც უყვართ ბავშვები და მზად არიან საკუთარი გამოცდილება გაუზიარონ
        ნატალი
        ტრენერი
        არაფორმალური განათლების ტრენერი, რომელიც ფოკუსირებულია სოციალურ პროექტებზე, კრიტიკულ აზროვნებასა და ურბანული კვლევებზე. ნატალი ქმნის და უძღვება ინოვაციურ კურსებს, ახორციელებს საკუთარ სასწავლო პროექტებს. ის არის ნამდვილი პრაქტიკოსი, რომელიც ნებისმიერ თეორიას საკუთარი გამოცდილებით ამტკიცებს.
        სვეტლანა
        ტრენერი
        კომუნიკაციების ტრენერი ღია გულითა და 10-დან 45 წლამდე ადამიანებთან მუშაობის მდიდარი გამოცდილებით. რადიოს დიჯეი, ქოფირაითერი, უკრაინულ და რუსულ ენებზე ლექსებისა და "ზღაპარი ბედნიერებაზე"-ს ავტორი.
        ნინო
        ტრენერი
        ნინოს, ამჯერად თბილისში წარმატებული ჰოსტელის მფლობელს, წარსულში საგანმანათლებლო ბიზნესი და საერთაშორისო მედიაპროექტიც ჰქონდა. ის მეწარმეობას, როგორც აზროვნების სტილს, ისე განიხილავს და შეუძლია მასზე საათობით ისაუბროს, გარშემო კი ყველას ენთუზიაზმი და აქტიურობის სურვილი შთაბეროს ხოლმე.
        ბიულბიული
        ტრენერი
        ჟურნალისტი, მსახიობი, პიარის და მარკეტინგის ექსპერტი, ბიზნეს კონსულტანტი. ბიულბიულს უყვარს საკუთარი გამოცდილების გაზიარება და ბავშვებში სწავლის სურვილის გაღვივება. საკუთარი, ძალიან მდიდარი, გამოცდილებით ბიულბიულმა საავტორო კურსი "კრეატიული აზროვნება" შეიმუშავა და წარმატებით უძღვება კიდეც მას Smart Start-ში.
        ეკატერინე
        ტრენერი
        დაწყებითი სკოლის, ძალიან კრეატიული და პოზიტიური ვიბრაციებით სავსე მასწავლებელი. ეკატერინე მუდმივად ვითარდება პროფესიულად და საკუთარი მაგალითით აძლევს სტუდენტებს შთაგონებას ზრდისა და პროგრესისთვის.
        ეკატერინე
        ქართული ენის გზამკვლევი
        ყველაზე პასუხისმგებელი ადამიანი საქართველოში!რომელიც ქართულ ენას 10 ქულიდან 11 - ზე ფლობს და ჩვენთვისაც გასაგებს ხდის მას. ფილოლოგი, რომელიც გატაცებულია ფსიქოლოგიით. თარგმნის ჩვენს კონტენტს, სტატიებს, კომუნიკაციას უწევს მომხმარებლებს და ამარტივებს ცხოვრებას Smart Start–ში.
        პროგრამის დამფუძნებელი, იდეის ავტორი და შთამაგონებელი, ტრენერი
        თვლის, რომ ახლა სწორედ ის დროა, როცა განათლების სისტემის შეცვლა უნდა დავიწყოთ.
        უყვარს მოგზაურობა და სწავლა. არის ვილნიუსის უნივერსიტეტის მაგისტრი, მწვრთნელი, ინგლისურისა და ფსიქოლინგვისტიკის მასწავლებელი, სამეცნიერო სტატიების ავტორი, თარჯიმანი, Smart Start- ისა და სასწავლო ლაბორატორიის დამფუძნებელი.

        როგორ უნდა ჩაეწეროთ ჩვენთან

        1
        ამოირჩიეთ კურსი და შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა
        შეიყვანეთ თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი, სახელი, გვარი და ტელეფონის ნომერი, იმისათვის, რომ ჩვენ შევძლოთ თქვენთან დაკავშირება.
        2
        დაგიკავშირდებათ ჩვენი წარმომადგენელი
        მასთან განიხილავთ ყველა იმ საკითხს, რაც გაინტერესებთ: იქნება ეს სწავლების პირობები, თუ ტრენინგების ცხრილი.
        3
        კურსის შევსება + საფასურის გადახდა
        კურსი კომპლექტრება, დგება ცხრილი, იხდით სწავლის საფასურს - და ვიწყებთ.
        4
        დატკბით რეზულტატით!
        დანარჩენზე ჩვენ ვიზრუნებთ, მოგვენდეთ და დატკბით ბავშვის წარმატებებით!
        დაიწყეთ თქვენი შვილის მომავლის შენება დღესვე
        გაიარეთ რეგისტრაცია ნებისმიერ კურსზე:
        ამოარჩიეთ თქვენთვის N 1 პრიორიტეტული კურსი:
        ამოარჩიეთ N2 კურსი (იმ შემთხვევაში, თუ თქვენთვის პირორიტეტულ ჯგუფში ადგილი არ არის):
        კიდევ რა ენაზე შეუძლია ბავშვს სწავლა (თქვენ მიერ მითითებულ ენობრივ ჯგუფში ადგილი არ აღმოჩნდა? რომელი ენობრივი ჯგუფი შეგვიძლია შემოგთავაზოთ?)
        თქვენ ეთანხმებით მონაცემთა დამუშავების პირობებს და მომსახურების ხელშეკრულებას ჩვენს ვებგვერდზე. თქვენი პირადი ინფორმაცია და კონფიდენციალურობა დაცულია.

        ხშირად დასმული შეკითხვები

        როგორ გადავიხადო კურსის საფასური?
        ჩვენ ვმუშაობთ წინასწარი გადახდის პრინციპით, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მოხერხდება თქვენი შვილისთვის ჯგუფში ადგილის დაკავება.
        ამ ეტაპზე გადახდა შეგიძლიათ:
        1) ინტერნეტ-ბანკინგის საშუალებით ჩვენს ანგარიშზე, მობილური ბანკინგის საშუალებით Sakartvelos Banki Paybox- ში ან ბანკში (ჩვენ გამოგიგზავნით გადახდის დეტალებს ელექტრონული ფოსტით ან SMS- ით).
        2) ნაღდი ანგარიშსწორებით პირველ სამუშაო შეხვედრაზე;
        *მეტი კომფორტისთვის უახლოეს მომავალში დავამატებთ ვებ-გვერდზე საკრედიტო ბარათით გადახდის ფუნქციასაც.
        როგორ დავრწმუნდე, რომელი ჯგუფები აპირებენ უახლოეს სემესტრში ამოქმედებას?
        ჩვენ ბავშვებს ჯგუფებად ვყოფთ სასაუბრო/სასწავლო ენისა (Eng, Geo, Rus) და ასაკის მიხედვით (7-9, 9-11, 12-16, 15-17). ჯგუფი, რომელიც შეესაბამება თქვენი შვილის ასაკს და ენას, დაიწყებს სწავლას მას შემდეგ, რაც მასში 6 სტუდენტი დარეგისტრირდება.
        ზოგჯერ მომხმარებელი რეგისტრირდება, შემდეგ კი აზრს იცვლის. ისეთ შემთხვევაში, თუ თქვენ მიერ არჩეულ კურსსა და ჯგუფში არ არის სტუდენტების საკმარისი რაოდენობა ან ვაკანტური ადგილი, ჩვენ დაგიკავშირდებით შემოგთავაზებთ სხვა ჯგუფს, თქვენი მე -2 პრიორიტეტული არჩევნის მიხედვით.
        მადლობა, რომ გესმით ჩვენი.
        როგორ რეზულტატს უნდა ველოდო?
        თვალებში აზარტის ნაპერწკლები, ენთუზიაზმი, საკუთარი თავის რწმენა, - ეს სასიამოვნო ცვლილებები სრულყოფისა და განვითარებისკენ, შეუძლებელია, ვერ შენიშნოთ! რაც მთავარია, თქვენი შვილი შეიძენს უნარებს, გამოცდილებას და გამოიმუშავებს ცხოვრებისადმი ცნობიერი დამოკიდებულების ჩვევას.

        ***უნივერსალური "მოქნილი" ჩვევები, რომლებიც აუცილებელია ჩვენს თანამედროვეობაში: კომუნიკაცია, რისკის მართვა, მიზნის დასახვა და კონცენტრირება, დროის დაგეგმვა, სინთეზი და ანალიზი, კრიტიკული აზროვნება, კრეატიულობა, პასუხისმგებლობა. ცოდნა შეიძლება დავიწყებას მიეცეს, ხოლო ჩვევები რჩება სამუდამოდ.
        ***გამოცდილება და თავდაჯერების მუხტი. რაღა თქმა უნდა, არავის აქვს მოლოდინი, რომ ჩვენი მოსწავლეები ხვალვე საკუთარ ბიზნესს გახსნიან, მაგრამ როდესაც ამისი დრო მოვა, ისინი არ დაფრთხებიან და თავდაჯერებით მიჰყვებიან გეგმებს მიზნისკენ, რადგან ეს ყველაფერი მათ ერთხელ უკვე მოსინჯეს და სრულებითაც არ იყო საშიში, მათ შორის არც შეცდომების დაშვება.
        ***ცხოვრების აქტიური წესი. ჩვენმა მოსწავლეებმა იციან, რომ ყველაფერი მათ ცხოვრებაში მათზევეა დამოკიდებული. ისინი სწავლობენ ოცნებას, სწავლობენ მიზნების დასახვას და გეგმავენ ნაბიჯებს მათ მისაღწევად. ეს ყველაფერი კი საჭიროა იმისთვის, რომ ადამიანმა, როგორც შემდგარმა ინდივიდმა, საკუთარი ცხოვრებით იცხოვროს.
        რატომ არ აქვს თქვენს კურსებს დაბალი ფასი?
        ჩვენ ვაკეთებთ რაციონალურ არჩევანს ხარისხსა და ფასს შორის.

        ერთი მხრივ, ჩვენ ვცდილობთ, შევინარჩუნოთ ოპტიმალური ფასები კურსებისთვის, რომ შევძლოთ, სტუდენტებს სწავლების მაღალი დონე და კომფორტი შევთავაზოთ: პატარა ჯგუფები, ხარისხიანი მასალა, თანამედროვე შენობა, გამოცდილი ტრენერები, რომლებმაც თავისი საქმე იციან და ბავშვები უყვართ.

        მეორეს მხრივ, ჩვენი ტრენინგების ფასები გახლავთ საშუალო ღირებულება იმისა, რასაც კერძო რეპეტიტორთან ვიხდით სკოლის საგნების მომზადებაში. სასკოლო ცოდნა დავიწყებას მიეცემა, ხოლო ჩვენი ტრენინგებით მიღებული რეზულტატი კი აუცილებელ ფუნდამენტს ქმნის მოზარდის ფორმირებაში, რაც ძალიან ეხმარება მას ყველანაირ სოციუმში და დიდ ხანს მუშაობს.

        ამგვარად ჩვენი კურსები გახლავთ ძალიან მომგებიანი ინვესტიცია თქვენი შვილის მომავალში.
        გაქვთ კითხვები?
        დაგვიკავშირდით მითითებულ ნომრებზე:
        +995 599 22 11 70 (ქართულ ენაზე)
        +995 568 48 49 50 (რუსულ და ინგლისურ ენებზე)
        info@smartstart.ge

        იყავით საქმის კურსში, გამოიწერეთ სიახლეები ჩვენი ტრენინგებისა და შეთავაზებების შესახებ!

        თვეში ერთხელ ჩვენ გამოგიგზავნით სასარგებლო საინტერესო და მამოტივირებელ სტატიებს ბავშვთა აღზრდის შესახებ, აგრეთვე სიახლეებს, ჩვენი კურსებისა და აქციების თაობაზე.
        და არავითარი სპამი, პირობას გაძლევთ.
        სიახლეების ენა
        თქვენ ეთანხმებით მონაცემთა დამუშავების პირობებს და მომსახურების ხელშეკრულებას ჩვენს ვებგვერდზე. თქვენი პირადი ინფორმაცია და კონფიდენციალურობა დაცულია.