Жанна Максимюк

ჟანა მაკსიმიუკი

ტრენერი, ფსიქოლოგიის, ინგლისური ენის მასწავლებელი, სამეცნიერო ნაშრომების ავტორი, თარჯიმანი, საბაშვო ბიზნესსკოლა Smart Start-ის დამფუძნებელი.
როგორ დაიწყო ყველაფერი...
ყველაფერი დაიწყო სევდიანი აღმოჩენით: რომ სურვილები და შესაძლებლობები ერთმანეთს რეალობაში ძალიან იშვიათად ემთხვევა...

ბავშვობისა და მოზარდობის პერიოდში ჩვენ უამრავი თამამი იდეა გვაქვს, გვჯერა, რომ ყველაფერი შესაძლებელია, სავსენი ვართ ენთუზიაზმითა და ძალ-ღონით, მაგრამ არ გვყოფნის აუცილებელი უნარები, ცოდნა და გამოცდილება ამ ყველაფრის ასამუშავებლად; მათ, მხოლოდ ზრდასთან ერთად ვიძენთ, მაგრამ ამის პირდაპირპროპორციულად, იდეები უფრო და უფრო ცოტავდება და ენთუზიაზმი და თავდაჯერებაც, რომ ყველაფერი გამოგვივა, თვალსა და ხელს შუა იფერფლება.

ეს იყო ერთ-ერთი უზომოდ სევდიანი დაკვირვება დროსა და სივრცეში იდეებისა და შესაძლებლობების აცდენის შესახებ.

და აი, ერთხელაც თავი ვაიძულე ფიქრები დამელაგებინა, ჩამომეყალიბებინა, რა მინდოდა სინამდვილეში, რა უნდა გამეკეთებინა საიმისოდ, რომ დამეკავშირებინა, მეტიც, დამემთხვია ერთმანეთისთვის ეს ბავშვურ-მოზარდული აზრებისა და იდეების უსაზღვრო მდინარება უნარ-ჩვევებსა და გამოცდილებასთან, რომლებიც მხოლოდ წლების მატებასთან ერთად მოდიან, რომ იმ დროისთვის, როდესაც ბავშვები გაიზრდებიან და დამოუკიდებლები გახდებიან, ან შეიძლება უფრო ადრეც,უკვე თავად შეეძლოთ საკუთარი ცხოვრების მოწყობა და ყველაზე თამამი ოცნებებს გახორციელება?

ბოლო წლებია, სწორედ, ამის გარშემო ვმუშაობ.

ამ სტატიის კითხვის გაგრძელება შეგიძლიათ ამ ბმულზე.
გავიცნოთ ერთმანეთი
გამარჯობა, მე ჟანა ვარ, ჯიუტი პერფექციონისტი, რომელსაც ღრმად სწამს, რომ ყველაფრის შეცვლა შეიძლება უკეთესობისკენ.

ცხოვრებაში, ყველაზე მეტად, ჰარმონიას, ხარისხს და განვითარებას ვაფასებ. ჰარმონია ჩემთვის ცხოვრებისეული ბალანსია, ბალანსი ყველაფერში, მათ შორის ბავშვების აღზრდის საკითხშიც. ვაღმერთებ წინსვლასა და განვითარებას, რაღა თქმა უნდა, თუ ეს ყველაფერი, ისევ და ისევ ჰარმონიულად ხდება. ხოლო ხარისხის ძიებაში, სასურველ რეზულტატამდე მზად ვარ საკუთარი თავიც და სხვაც ქანცის გაწყვეტამდე ვამუშაო.

ვაღმერთებ მეგობრების გარემოცვაში ყოფნას, თუმცა სულის სიღრმეში გამოუსწორებელ ინტროვერტად ვრჩები. მიყვარს მოგზაურობა, საკუთარი ხელებით რამის კეთება, ჩხირკედელაობა იქნება ეს თუ სხვა რამ და სწავლა. სწავლა ჩემთვის ყველაფერია. არასდროს მელევა მიზეზი რამე ახალი აღმოვაჩინო რაც ჯერ კარგად არ ვიცი. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩემი თავისუფალი დრო ეთმობა რამის კითხვას, რამის კვლევას, ერთი სიტყვით, ეთმობა სწავლას. მაგრამ.... აქვე უნდა ვაღიარო, რომ აღარ მიყვარს მხატვრული ლიტერატურის კითხვა. საერთოდ აღარ მიყვარს. მას შემდეგ, რაც დედა გავხდი, ჩემმა ინტერესებმა მიჯაჭვულობისა თეორიისა და გაცნობიერებული მშობლობის თეორიის გარშემო გადმოინაცვლა.

ვფიქრობ და ვაზროვნებ უფრო ინგლისურად, ვიდრე რუსულად. მესმის პოლონური ენა, თითქმის დამავიწყდა გერმანული და კარგად ჯერ კიდევ ვერ შევისწავლე ქართული. ვარ, როგორც იტყვიან, "შრომაჰოლიკი" და პერფექციონისტი, შემიძლია მთელ ღამეს ვიმუშაო და ვერც შევამჩნიო, როგორ გათენდა.

დავიბადე და გავიზარდე სტუმართმოყვარე ბელორუსში, ვსწავლობდი ლიტვაში და ვცხოვრობ ჯადოსნურ საქართველოში. ჩემი ცხოვრება ადამიანების, ადგილებისა და თავგადასავლების კალეიდოსკოპია: უამრავი რამ ვცადე, სად არ ვიყავი, რას არ ვეწიე მანამ, სანამ ვიპოვე საკუთარი ადგილი მზის ქვეშ და რა თქმა უნდა ყველაფერი ამ აწმყოდ ღირდა!

რაც შეეხება Smart Start - ს, ბევრი მეკითხება ჩემი განათლებისა და გამოცდილების შესახებ, ამიტომ ქვემოთ მოკლედ გიამბობთ იმას, თუ სად ვსწავლობდი და რას ვაკეთებდი აქამდე.
უმაღლესი განათლება
ინგლისური და გერმანული ენების პედაგოგი (ბრეტსკის ა. პუშკინის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბელარუსი,)

ბიზნესის ინფორმაციული და იურიდიული დახმარების სპეციალისტი (ბელარუსის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბელარუსი)

მაგისტრატურა
"ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა: საერთაშორისო ურთიერთობები" (ვილნიუსის უნივერსიტეტი, ლიტვა)
ტრენინგები
Mass Media & Communication (Poland)
Celta Young Learners (Cambridge/Tbilisi)
PYP & MYP IB workshops (online)
US Department of State (online)
სამეცნიერო სტატიები
მაკსიმიუკი, ჟანა ვიქტორის ასული. ხელოვნური ბილინგვიზმის (ორენოვნების) ლინგვისტური ცნობიერების პრობლემისთვის / ჟ. მაკსიმიუკი. 37-40 გვ. გერმანიის ფილოლოგიისა და უცხო ენების სწავლების მეთოდების აქტუალური საკითხები: XII რესპუბლიკური სამეცნიერო და პრაქტიკული კონფერენციის მასალები, ბრესტი, 14.03.2008 / ბრეტსკის ა. პუშკინის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი"; სარედაქციო კოლეგიის წევრი მ.გ. გეცი [და სხვები], 2008. - 309 გვ. ISBN 978-985-473-349-4


AUTHORITARIAN BARGAIN IN BELARUS: THE SYSTEM OF SOCIAL BENEFITS AS A FACTOR OF REGIME STABILITY, JOVITA PRANEVIČIŪTĖ-NELIUPŠIENĖ, ZHANNA MAKSIMIUK, Politologija 2012 4 (68) volume, 106-140.P



Zh. Maksimiuk. «Baltarusiją socializuotų paprastesnė vizų tvarka»
https://www.delfi.lt/archive/z-maksimiuk-baltarusi...
წიგნები
ინგლისური ენის შესავალი - მაკორექტირებელი კურსი, ჰუმანიტარული და პედაგოგიური ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენებისთვის განკუთვნილი სემინარი. / ჟანა ვიქტორის ასული მაკსიმიუკი / ო.ა. რადივანიუკი, სარედაქციო კოლეგიის წევრი: ი.ფ. ნესტერუკი, ლ.მ. მაკსიმუკი; ბრეტსკის ა. პუშკინის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი" - ბრესტი: ა. პუშკინის სახელობის ბსუ 2011. - 44 გვ. ISBN 978-985-473-807-9



ხელოვნური ბილინგვიმის პრობლემები: შემეცნებით-მეთოდისტური სახელმძღვანელო ფსიქოლინგვისტური პრობლემების გარშემო პედაგოგიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის/ ნ.ა . ტარასევიჩი, ჟანა ვიქტორის ასული მაკსიმიუკი; სარედაქციო კოლეგიის წევრი.: ი.ფ. ნესტერუკი, მ. ა. სიჩი; ბრეტსკის ა. პუშკინის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი" - ბრესტი: ა. პუშკინის სახელობის ბსუ 2011. - 40 გვ. ISBN 978-985-473-750-8



Belarusian Regime Longevity: Happily Ever After. Joint monograph.
AUTHORS: Dr. T.Janeliūnas, Dr. L.Jonavičius, V. Jurkonis, Dr. V. Beržiūnas, J. Pranevičiūtė-Neliupšienė, K. Vaičiūnaitė, Zh. Maksimiuk, T. Pikčiūnas, L. Kasčiūnas. Vilnius University Publishing House, 2014, 320 p. ISBN 9786094593383
სამუშაო გამოცდილება
  • 3 წლის განმავლობაში ვმუშაობდი ბრეტსკის, ა. პუშკინის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში (მასწავლებლად, თარჯიმნად, დეკანის მოადგილედ უცხო ენების ფაკულტეტის საგანმანათლებლო ღონისძიებების განხრით).

უნივერსიტეტში ინგლისურ ენაზე ვკითხულობდი ლექციებს ფსიქოლინგვისტიკას, ფონეტიკასა და ზეპირსიტყვიერებაში. ვასწავლიდი უცხო ენების სწავლების მეთოდებს. ვახდენდი კურსებისა და გამოცდების ფსიქოლოგიური, პრაქტიკული, ზეპირი თუ ფონეტიკური პროგრამების შემუშავებას.

ვმუშაობდი სტუდენტეთა სასკოლო პრაქტიკის ხელმძღვანელად და დეკანის მოადგილედ სააღმზრდელო საქმიანობაში.


  • 3 წლის განმავლობაში ვმუშაობდი ერთ-ერთ დიდ, კერძო IT კომპანიაში: ვავითარებდი ენის სკოლასა და ონლაინ ტესტირებების პროგრამას. აგრეთვე ვმუშაობდი რეგიონალური განვითარების ფონდის შექმნასა და განვითარებაზე.

  • 1 წლის განმავლობაში ვთანამშრომლობდი არასამთავრობო ორგანიზაციებთან (თარჯიმანი, ბანაკების ორგანიზატორი, ტრენინგები).


  • ბოლო 5 წელია პედაგოგად ვმუშაობ საერთაშორისო სკოლაში: New School International School of Georgia, რომელიც საერთაშორისო ბაკალავრიატის სისტემას ეფუძნება - IB World School (ვარ ინგლისური ენის მასწავლებელი, დაწყებით კლასების უცხო ენების პედაგოგთა კოორდინატორი).


  • საკუთარი პროექტები: თბილისის საბავშვო ბიზნესსკოლა Smart Start.