"21 საუკუნის უნარები"
[Soft Skills]



9-11 & 12-16 წლის ბავშვებისთვის

თბილისი, თებერვალი - ივნისი 2019 (5 თვე)

Blended learning: ოფლაინ ვორქშოფები + ონლაინ ქვესთები

კურსის შესხებ

8 უნარი, რომელიც, მართლა, აუცილებელია ცხოვრებაში
კრიტიკული აზროვნება
მოწოდებული ინფორმაციის მაღალსანდოობის შეფასება, კითხვების დასმა და საკუთარი პასუხების ძიება, ლოგიკური დასკვნების გამოტანა, საკუთარი აზრის ჩამოყალიბება და ანალიზი.
ემოციური ინტელექტი
საკუთარი ემოციების მართვა, სტრესთან გამკლავება, საკუთარი თავის და განცდების ამოცნობა და გაება, სხვების მიმართ გულისხმიერების გამოვლენა, ადამიანების მოტივაციის ამოცნობა.
კომუნიკაციის უნარები
საინტერესოდ საუბარი, აქტიურად ყურადღებით სმენის ჩვევა, კონფლიქტების მშვიდობიანად გადაჭრის ცოდნა, თავდაჯერებით საუბრის უნარი, პრეზენტაციებისა და გამოსვლების მომზადება, კომპეტენტურად კამათი და სხვების დარწმუნების ხელოვნება.
კრეატიულობა
ჩარჩოებიდან გასვლა, იდეების გენერირება, დეტალების შემჩნევა, საინტერესო კონტენტის შექმნა.
ბიზნესუნარები
სამრეწველო, ანტრეპრენერული აზროვნება, ყველაფერში შესაძლებლობის დანახვა, საკუთარი თავისა და იდეების დახვეწის, განვითარების უნარი, დიზაინ-აზროვნების მორგება საქმეში, საკუთარი ჩანაფიქრის იდეებიდან რეალობამდე მიყვანა.
ფინანსური უნარები
ფინანსების გონივრულად განაწილება, პირადი ბიუჯეტის მართვა, ასევე, როგორ არ გავებათ თაღლითების ხაფანგში.
ჯგუფური მუშაობა
ლიდერობა, ჯგუფის მართვა, ჯგუფურად, შეთანხმებულად მუშაობა, თანაგუნდელების შერჩევა.
დროის მართვა
საკუთარი ქრონოტიპის ცოდნა, დღის განრიგის შემუშავება, დაგეგმვის უნარი, პატარა ნაბიჯების ხელოვნების ცოდნა და გამოყენება, მიზნების დასახვა და მათი მიღწევა.

"21 საუკუნის უნარები" მოიცავს:

Blended learning
სწავლების ყველაზე თანამედროვე და ეფექტური ფორმატი: ოფლაინ ტრენინგები + ონლაინ დავალებები.
4-10 სტუდენტისგან შემდგარი ჯგუფები
ყოველ თვე 8 ტრენინგი (კვირაში ერთხელ 2 ტრენინგი) ჯგუფში 4-10 ადამიანი. 9-11 და 12-16 წლის ბავშვებისა და მოზარდებისთვის.
ონლაინ დავალება
ონლაინ ამოცანები 3 - 5 ჯერ კვირაში: კურსის შინაარსის კარგად გააზრებისა და გავარჯიშებისთვის, ასევე ქულების დაჯამებისა და პრიზებისთვის.
შთაგონება და მხარდაჭერა
თავდაჯერებული თანატოლების გარემოცვა, სადაც ჰაერიც კი ახალ-ახალი იდეებითაა გაჯერებული. ნდობით აღსავსე გარემოცვა, რომელიც თქვენს შვილს მისცემს სივრცეს თვითგამოხატვისთვის შიშის და შებოჭილობის გარეშე!
მშობლები საქმის კურსში
მშობლებს ყოველთვის ეცოდინებათ რა შეისწავლეს მათმა შვილებმა! მინი - ანგარიშები ფოტოების დართვით ყველა გაკვეთილის შემდეგ დახურულ ფეისბუქ ჯგუფში. საბოლოო, ფინალური შეფასება - ქოუჩის კონსულტაცია მოსწავლის პროგრესის შესახებ.
ექსპერტის რჩევა
კურსის მაქსიმალური ეფექტისთვის მშობლები მიიღებენ ექსპერტებისგან რეკომენდაციებს იმის შესხებ, როგორ დაუჭირონ მხარი საკუთარ შვილებს, რათა 21 საუკუნის უნარების განვითარება მათ დამოუკიდებლადაც შეძლონ!
შეფასებები: რას ამბობენ ჩვენი მომხმარებლები
შემდეგი ნაკადი:
*ქართულად: 2 თებერვალი - 15 ივნისი 2019, შაბათი, 14:30-16:30
*რუსულად: 2 თებერვალი - 15 ივნისი 2019, შაბათი, 12:15-14:15
*ინგლისურად: 3 თებერვალი - 16 ივნისი 2019, კვირა, 12:15-14:15
ტრენინგის ფორმატი
Blended learning:
ოფლაინ ვორქშოფები + ონლაინ ქვესთები.
ენები
შეგიძლიათ მოითხოვოთ პროგრამა და გაიაროთ კურსი ქართულ, ინგლისურ ან რუსულ ენებზე,
ჯგუფები
ასაკობრივი ჯგუფები: 9-11 და 12-16 წლის მოზარდებისა და ბავშვებისთვის. ჯგუფში -10 ბავშვი.
აუცილებელი მოთხოვნები
სტუდენტის მზაობა განვითარებისა და მიმღებლობა _ ახალი იდეებისთვის.
ეს არ ისწავლება
ჩვეულებრივ სკოლებში,
მაგრამ ეს ყველაფერი, აუცილებელია,
წარმატებული მომავლისათვის!
"21 საუკუნის უნარები"
ღირებულება და პაკეტები
თქვენი შვილის ხვალინდელი დღის ინვესტიცია აქ და ახლა!
პაკეტი "სტანდარტ პრომო"
ძირითადი პაკეტი,
კურსის ძირითადი ელემენტები.
196 ლარი/თვეში

  • თვეში 8 ოფლაინ ვორქშოფი
  • ყოველკვირეული ონლაინ ქვესთი
  • კურსის სრულ მასალაზე წვდომა
არჩევა
პაკეტი "სტანდარტი"
სრული პაკეტი
ოპტიმალური რეზულტატი:
249 ლარი/თვეში
  • თვეში 8 ოფლაინ ვორქშოფი
  • ყოველკვირეული ონლაინ ქვესთი
  • კურსის სრულ მასალაზე წვდომა
  • ყოველკვირეული მინი რეპორტი მშობლებს ფეისბუქზე დახურულ ჯგუფში ბავშვის პროგრესის შესახებ
  • ექსპერტის რჩევა მშობლებისათვის კურსისგან მაქსიმალური რეზულტატის მისაღებად
  • საბოლოო შეფასება სტუდენტის პროგრესის შესახებ მშობლებს ექსპერტის რეკომენდაციებთან ერთად.
არჩევა
პაკეტი"VIP"
ექსტრაკომფორტი
ინდივიდუალური ხელმძღვანელი მათთვის, ვისაც სურს მაქსიმალური სარგებელი.
349 ლარი/თვეში
  • თვეში 8 ოფლაინ ვორქშოფი
  • ყოველკვირეული ონლაინ ქვესთი
  • კურსის სრულ მასალაზე წვდომა
  • ყოველკვირეული მინი რეპორტი მშობლებს ფეისბუქზე დახურულ ჯგუფში ბავშვის პროგრესის შესახებ
  • ექსპერტის რჩევა მშობლებისათვის კურსისგან მაქსიმალური რეზულტატის მისაღებად.
  • საბოლოო შეფასება სტუდენტის პროგრესის შესახებ ექსპერტის რეკომენდაციბთან ერთად.
  • პერსონალური მენტორი რომელიც მთელი კურსის განმავლობაში უპასუხებს ყველა კითხვას და მხარს დაუჭერს მოსწავლეს.
  • ინდივიდუალური შეფასება ყველა ონლაინ ამოცანის შესრულების შემდეგ.
  • 3 ექსტრა კონსულტაცია/ ვორქშოფი კურსის განმავლობაში.
არჩევა
"21 საუკუნის უნარები" ბავშვებისა და მოზარდებისთვის
5 თვე, ოფლაინ ვორქშოფები + ონლაინ ქვესთები
აირჩიეთ პაკეტი
ბავშვის ასაკი
მონიშნეთ სწავლების ენა (ერთზე მეტი თუ ეს შესაძლებელია)
სტუდენტების რაოდენობა
+
თუ ორზე მეტ სტუდენტს არეგისტრირებთ, მიუთითეთ ეს ამ ველში:
ამ ღილაკზე დაჭერით თქვენ ეთანხმებით მონაცემთა დამუშავების პირობებს და მომსახურების ხელშეკრულებას ჩვენს ვებგვერდზე. თქვენი პირადი ინფორმაცია და კონფიდენციალურობა დაცულია.

დრო და ადგილი

საქართველოს უნივერსიტეტი (UG Startup Factory)
საბურთალო
, კოსტავას ქუჩა 77ა (1 სართული), სააკაძის მოედნის მიმდებარედ
UG StartUp Factory -საქართველოს უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული სივრცე თანამშრომლობისთვის
წვდომა wifi - ზე, სამზარეულო სადაც შეგიძლიათ დაისვენოთ, ჩაი ან ყავა მიირთვათ; სივრცე ჰოლში, სადაც შეძლებთ ბავშვს დაელოდოთ და პატარა პარკინგი უნივერსიტეტთან ახლოს.
შემდეგი ნაკადი:
*ქართულად: 2 თებერვალი - 15 ივნისი 2019, შაბათი, 14:30-16:30
*რუსულად: 2 თებერვალი - 15 ივნისი 2019, შაბათი, 12:15-14:15
*ინგლისურად: 3 თებერვალი - 16 ივნისი 2019, კვირა, 12:15-14:15

როგორ უნდა შემოგვიერთდეთ

1
გაიარეთ რეგისტრაცია თქვენთვის სასურველ კურსზე (დააჭირეთ ღილაკს ქვემოთ: "კურსზე დარეგისტრირება"
აირჩიეთ კურსი, პაკეტი და სარეგისტრაციო ფორმაში მიუთითეთ თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი (e-mail), სახელი და საკონტაქტო ნომერი, რომელზეც ჩვენი წარმომადგენელი შეძლებს თქვენთან დაკავშირებას.
2
ჩვენი მენეჯერი დაგიკავშირდებათ
განვიხილავთ კურსის განრიგს და ვუპასუხებთ თქვენს შეკითხვებს
3
ჯგუფის შევსება + საფასურის გადახდა
როდესაც კურსი დაკომპლექტდება და ღირებულებას გადაიხდით, სწავლება დაიწყება. თქვენ გაქვთ შესაძლებლობა საფასური ყოველი თვის დასაწყისში გადაიხადოთ.
4
დატკბით რეზულტატით!
დანარჩენზე ჩვენ ვიზრუნებთ, მოგვენდეთ და დატკბით ბავშვის წარმატებებით!

FAQ

როგორ შედეგს შემიძლია ველოდო?
პირველი რეზულტატის დანახვას დიდი დრო არ დასჭირდება: თქვენი შვილი გახდება უფრო ინიციატივიანი, უფრო აქტიური, მეტად მიზანდასახული.

ის ისწავლის:

- პრობლემის გადაჭრის გზების პოვნას;
- საკუთარი ემოციების მართვას და სხვისი ემოციების გაცნობიერებას; х;
- დროის დაგეგმვას, მიზნების დასახვას და მათ მიღწევას;
- წაკითხულისა და გაგონილისადმი კრიტიკულად მიდგომას;
- საკუთარი აზრების მკაფიოდ და გასაგებად გამოთქმას, სხვების დარწმუნებას საკუთარ შეხედულებებში;
- "ჯიბის ფულისადმი" პასუხისმგებლობით მოკიდებას;
- ჩხუბისა და კონფლიქტური სიტუაციებიდან ლამაზად და მშვიდობიანად გამოსვლას;
რატომ არ არის ეს კურსები იაფი?
ყველასთვის ცნობილია გამოთქმა: ხარისხიანი ან იაფფასიანი.
ერთი მხრივ, ჩვენ ვცდილობთ, შევინარჩუნოთ ოპტიმალური ფასები კურსებისთვის, რომ შევძლოთ, სტუდენტებს სწავლების მაღალი დონე და კომფორტი შევთავაზოთ: პატარა ჯგუფები, ხარისხიანი მასალა, თანამედროვე შენობა, გამოცდილი ტრენერები, რომლებმაც თავისი საქმე იციან და ბავშვები უყვართ.

მეორეს მხრივ, ჩვენი ტრენინგების ფასები გახლავთ საშუალო ღირებულება იმისა, რასაც კერძო რეპეტიტორთან ვიხდით სკოლის საგნების მომზადებაში. სასკოლო ცოდნა დავიწყებას მიეცემა, ხოლო ჩვენი ტრენინგებით მიღებული რეზულტატი კი აუცილებელ ფუნდამენტს ქმნის მოზარდის ფორმირებაში, რაც ძალიან ეხმარება მას ყველანაირ სოციუმში და დიდ ხანს მუშაობს.


ამგვარად ჩვენი კურსები გახლავთ ძალიან მომგებიანი ინვესტიცია, რომელსაც თქვენი შვილის მომავალში ჩადებთ.
როგორ გადავიხადო კურსის საფასური?
ჩვენ ვმუშაობთ წინასწარი გადახდის პრინციპით, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მოხერხდება თქვენი შვილისთვის ჯგუფში ადგილის დაკავება.
ამ ეტაპზე გადახდა შეგიძლიათ:
1) ინტერნეტ-ბანკინგის საშუალებით ჩვენს ანგარიშზე, მობილური ბანკინგის საშუალებით Paybox- ში ან ბანკში (ჩვენ გამოგიგზავნით გადახდის დეტალებს ელექტრონული ფოსტით ან SMS- ით).
2) ნაღდი ანგარიშსწორებით პირველ სამუშაო შეხვედრაზე;
*მეტი კომფორტისთვის უახლოეს მომავალში დავამატებთ ვებ-გვერდზე საკრედიტო ბარათით გადახდის ფუნქციასაც.

და თუ ჩემი შვილი ჯერ პატარა ან დიდია?
ჩვენ ვგეგმავთ, უახლოეს მომავალში, გავხსნათ კურსები 6-8 წლის პატარებისა და 18-22 წლის სტუდენტებისთვისაც, დაგვიტოვეთ თქვენი მონაცემები და შეგატყობინებთ სასიამოვნო ცვლილებების შესახებ ზემოთხსენებული ასაკობრივი კატეგორიისთვის განკუთვნილი კურსების თაობაზე.
კიდევ გაქვთ კითხვები?
დაგვიკავშირდით მითითებულ ნომრებზე:
+995 568 48 49 50 (ინგლისურად და რუსულად)
+995 599 22 11 70 (ქართულად)
info@smartstart.ge

იყავით საქმის კურსში, გამოიწერეთ სიახლეები ჩვენი ტრენინგებისა და შეთავაზებების შესახებ!

თვეში ერთხელ ჩვენ გამოგიგზავნით სასარგებლო საინტერესო და მამოტივირებელ სტატიებს ბავშვთა აღზრდის შესახებ, აგრეთვე სიახლეებს, ჩვენი კურსებისა და აქციების თაობაზე.
და არავითარი სპამი, პირობას გაძლევთ.
სიახლეების ენა
თქვენ ეთანხმებით მონაცემთა დამუშავების პირობებს და მომსახურების ხელშეკრულებას ჩვენს ვებგვერდზე. თქვენი პირადი ინფორმაცია და კონფიდენციალურობა დაცულია.